სამსრის ქედი
სამსრის ქედი[1], აბულ-სამსრის ქედი[2] — მერიდიანული ქედი სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და წალკის მუნიციპალიტეტებში. სამსრის ქედი ახალქალაქის პლატოს გამოყოფს წალკის ქვაბულისა და ფარავნის ტბის ტაფობისაგან. ჩრდილოეთით შემოსაზღვრულია მდინარე ქციის, ხოლო სამხრეთით მდინარე ფარავნის ხეობით. სიგრძე 40 კმ. აგებულია ნეოგენური და მეოთხეული ანდეზიტის, ანდეზიტ-დიციტის, ბაზალტისა და დოლერიტის ლავებით, ტუფბრექჩიებითა და ტუფებით. საკმაოდ მაღალი და ციცაბფერდობებიანი ქედის მობრტყელებულ თხემზე გამწკრივებულია ქვიან-კლდოვანი ვულკანური მთები: თავკვეთილი (2583 მ), შავნაბადა (2929 მ), სამსარი (3285 მ) ვრცელი, ლოდებით მოფენილი კალდერით. სამხრეთით აღმართულია სამსრის ქედისა და ჯავახეთის ზეგნის უმაღლესი მთა დიდი აბული (3301 მ) და კიდევ უფრო სამხრეთით — პატარა აბული (2800 მ).
სამსრის ქედი | |
---|---|
![]() სამსრის ქედის უმაღლესი წერტილი — დიდი აბული | |
კოორდინატები: 41°31′30″ ჩ. გ. 43°41′00″ ა. გ. / 41.52500° ჩ. გ. 43.68333° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი წალკის მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | დიდი აბული |
სიმაღლე | 3301 მ |
სიგრძე | 40 კმ |
![]() |
მთების ფერდობები და ძირი მოფენილია კარკალით — ე. წ. ქვის ზღვებით. სამსრის ქედზე შემორჩენილია ძველი გამყინვარების ნიშნები: ცირკები, კარები და ტროგები. შემოსილია სუბალპური და ალური მდელოებით. სამსრის, დიდი აბულისა და ზოგი სხვა ვულკანური კონუსის ჩრდილოეთ ფერდობზე გვხვდება დეკიანებიც.
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 46.
სქოლიორედაქტირება
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 90, თბ., 1987.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 13, თბ., 1987.