მრუდე ტბა
ტბა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში
მრუდე ტბა — ტბა საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს სამსრის ქედზე, ზღვის დონიდან 2814 მ სიმაღლეზე.[2] სარკის ფართობი 0,26 კმ², მაქსიმალური სიღრმე 6,9 მ. წარმოადგენს ჯავახეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტბას. წაგრძელებულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. სამხრეთ-აღმოსავლეთით აჩენს 200 მ-მდე სიგრძის განიერ უბეს. ტბის აუზი სუსტადაა დანაწევრებული, რაც ხელს უშლის ზედაპირული ნაკადების წარმოშობას. ტბის სანაპირო უმეტესად ლოდებითაა მოფენილი. ნაპირები სუსტადაა დანაწევრებული. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. მაღალი დონე აქვს მაის-ივნისში, დაბალი ზამთარში. გამდინარეა მიწისქვეშა გზით. ნოემბრიდან მაისამდე ტბა ყინულით იფარება. ტბის წყალი მუქი ლურჯი ფერისაა. წყალი სუსტად მინერალიზებული, სუფთა და სასმელად ვარგისია.[3]
მრუდე ტბა | |
---|---|
კოორდინატები: 41°27′31″ ჩ. გ. 43°40′10″ ა. გ. / 41.458750° ჩ. გ. 43.669611° ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი (სამცხე-ჯავახეთის მხარე) |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 2814 მ |
ფართობი | 0,26 კმ² |
საშუალო სიღრმე | 5,4 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 6,9 მ |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 118.
- ↑ exotic georgia
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული საზოგადოების შრომები. თბ., 1967. გვ. 142-144.