ბრექჩია (იტალ. breccia) — დაკუთხული ნატეხებით აგებული შეცემენტებული ქანი. ნატეხების სისხოა – 2 მმ და მეტი. შედგენილობის მიხედვით შეიძლება იყოს ერთგვაროვანი (მონომიქტური), ბრექჩია და არაერთგვაროვანი (პოლიმიქტური) ბრექჩია. განარჩევენ ვულკანურ, დანალექ და ტექტონიკურ ბრექჩიებს. ვულკანური ბრექჩია წარმოიქმნება ლავის ნაკადის დინების პროცესში თხევადი ლავის მიერ მისივე უკვე გამყარებული ქერქის მსხვრევისა და შეცემენტების შედეგად (ლავური ბრექჩია), ვულკანურ-ნამსხვრევი მასალის დაგროვების გზით (ტუფური ბრექჩია) და ვულკანურ მხარეებში ტალახის ნაკადების ნალექების (ლახარების) დიაგენეზისით. დანალექი ბრექჩია წარმოიქმნება კონტინენტურ პირობებში დელუვიონის, ქვატალახიანი ღვარების ნატანისა და ფიზიკური გამოფიტვის შედეგად წარმოქმნილი მასალის შეცემენტებით. კარსტული მღვიმეების ჩაქცევისას ჩნდება კარსტული ბრექჩია.

მეგაბრექჩია (მარცხნივ)

თავისებურია ძვლების ბრექჩია, რომელიც წარმოიქმნება ხერხემლიანი ცხოველების მასობრივი დაღუპვისა და განამარხების ადგილებში. ზღვიურ პირობებში დანალექი ბრექჩია წარმოიქმნება ზვირთცემის ზოლში კლდოვანი ნაპირის ან რიფების ნგრევისა და შემდგომი შეცემენტების შედეგად. ტექტონიკური ბრექჩია წარმოიქმნება ტექტონიკური რღვევის ზოლებში ქანთა მსხვრევისას.

ლიტერატურა

რედაქტირება