გოდორები
მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში
გოდორები — ვულკანური მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე.
გოდორები | |
---|---|
მთა გოდორები (მარჯვნივ) | |
კოორდინატები: 41°27′48″ ჩ. გ. 43°41′05″ ა. გ. / 41.46333° ჩ. გ. 43.68472° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3189 მ |
ქედი | სამსრის ქედი |
სურათები ვიკისაწყობში |
მდებარეობს სამსრის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3189 მ. აგებულია ზედაპლიოცენური ანდეზიტურ-დაციტური ლავებით. მწვერვალზე შემორჩენილია ძველი გამყინვარების კვალი. კალთებზე ქვემოთ ალპური მდელოებია, ზემოთ ქვაყრილები.
ლიტერატურა
რედაქტირება- უთმელიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 75.