ლამაზი ტბა

ტბა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში

ლამაზი ტბატბა საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს სამსრის ქედზე, ზღვის დონიდან 2808 მ სიმაღლეზე. მყინვარული წარმოშობისაა. წყლის სარკის ფართობი 0,11 კმ², აუზის ფართობი 1,48 კმ². მაქსიმალური სიღრმე 16,5 მ, მოცულობა 1,25 მლნ. მ³.[2] საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. მაღალი დონე აქვს ზაფხულში, დაბალი — ზამთარში. ქვაბული ციცაბო ფერდობებით ხასიათდება. ტბის ნაპირები სუსტადაა დანაწევრებული. წყალი სუსტად მინერალიზებულია, სუფთა და გამჭვირვალეა. ახასიათებს დონეების მცირე სეზონური რყევა.[3]

ლამაზი ტბა
კოორდინატები: 41°30′41″ ჩ. გ. 43°41′35″ ა. გ. / 41.511444° ჩ. გ. 43.693250° ა. გ. / 41.511444; 43.693250
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი (სამცხე-ჯავახეთის მხარე)
სიმაღლე ზღვის დონიდან 2808 
ფართობი 0,11 კმ²
მოცულობა 0,00125 კმ³
საშუალო სიღრმე 11,4 
მაქსიმალური სიღრმე 16,5 
აუზის ფართობი 1,48 კმ²
ლამაზი ტბა — საქართველო
ლამაზი ტბა
ლამაზი ტბა — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ლამაზი ტბა

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 99.
  2. Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.
  3. საქართველოს სსრ გეოგრაფიული საზოგადოების შრომები. თბილისი, 1967. გვ. 145-146