ვოკლუზი (ფრანგ. Vaucluse) — კარსტული წყარო, ე. წ. სიფონ-წყარო, რომელსაც გააჩნია დიდი დებიტი და უწყვეტი ჩამონადენი წყალმცირობის პერიოდში.

ვოკლუზი

პირველად აიღწერა საფრანგეთის დეპარტამენტ ვოკლუზში, სადაც მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე ღრმა წყარო, რომლის სიღრმე 255 მ აღწევს.

ვოკლუზები საქართველოშიც არის გავრცელებული. ვულკანურ მხარეებში, სადაც დიდი გავრცელება აქვთ მკვრივი ან დაბზარული ლავებისა და ფხვიერი ქანების მორიგეობით შედგენილ წყებებს, ჰიდროგეოლოგიური პირობები რამდენადმე მოგვაგონებენ კარსტულ მხარეებს, აქ ფართოდ არის განვითარებული მძლავრი დებიტის მქონე წყაროები — ლავური ვოკლუზები.

ზოგ შემთხვევაში ამგვარი წყაროების დებიტი აღემატება 1 კუბურ მეტრს წამში. განსაკუთრებით მდიდარია ლავური ვოკლუზებით სამხრეთ საქართველოს მთიანეთი, კერძოდ, ჯავახეთის, წალკის, გომარეთის, დმანისისა და სხვ. პლატოები.

აღსანიშნავია მძლავრი ვოკლუზური მდინარე რეჩხი, რომელიც სათავეს კარსტული ვოკლუზებში იღებს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964.