რეჩხი

მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რეჩხი (მრავალმნიშვნელოვანი).

რეჩხიმდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში, სამურზაყანოს დაბლობზე. სიგრძე 8,5 კმ, აუზის ფართობი 43 კმ². სათავე აქვს კარსტული ვოკლუზით ოხაჩქუის მასივის სამხრეთ-დასავლეთ ძირში. ზღვის დონიდან 195 მ. ერთვის მდინარე ერისწყალს მარჯვნიდან. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა შემოდგომაზე. წყლის საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 4,9 მ³/წმ.

რეჩხი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები გალის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა)
სათავე ოხაჩქუის მასივის სამხრეთ-დასავლეთი ძირი
სათავის სიმაღლე 195 მ
შესართავი ერისწყალი
სიგრძე 8,5 კმ
აუზის ფართობი 43 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 4,9 მ³/წმ
რეჩხი — საქართველო
რეჩხი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
— სათავე, — შესართავი

ლიტერატურა

რედაქტირება