ერისწყალი

მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერისწყალი (მრავალმნიშვნელოვანი).

ერისწყალი, დიდი ერისწყალიმდინარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში, ოქუმის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 75 კმ, აუზის ფართობი 296 კმ². იწყება ოხაჩქუეს კარსტული მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთის ძირში, ზღვის დონიდან 560 მ-ზე.

ერისწყალი
სხვა სახელი დიდი ერისწყალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები გალის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა)
სათავე 42°43′26″ ჩ. გ. 41°56′22″ ა. გ. / 42.723889° ჩ. გ. 41.939583° ა. გ. / 42.723889; 41.939583
სათავის სიმაღლე 560 მ
შესართავი ოქუმი
42°38′22″ ჩ. გ. 41°43′24″ ა. გ. / 42.639667° ჩ. გ. 41.723500° ა. გ. / 42.639667; 41.723500
სიგრძე 75 კმ
აუზის ფართობი 296 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 12,0 მ³/წმ
ერისწყალი — საქართველო
ერისწყალი
ერისწყალი
ერისწყალი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ერისწყალი
ერისწყალი
— სათავე, — შესართავი

საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა კარსტული წყლებით, გაზაფხულზე იცის ხანმოკლე წყალდიდობა, წელიწადის სხვა დროს — წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 12,0 მ³/წმ. ერისწყლის შენაკადია რთომისწყალი, პატარა ერისწყალი და სხვა. ერისწყალზე, სოფელ რეჩხთან, აგებულია გალის წყალსაცავი.

ლიტერატურა

რედაქტირება