გალის წყალსაცავი

წყალსაცავი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

გალის წყალსაცავიწყალსაცავი დასავლეთ საქართველოში, მდინარე ერისწყალზე, სოფელ რეჩხთან. აშენდა 1969 წელს. წყალშემკრები აუზის ფართობი 166 ათ. კმ², სარკის ფართობი 8,2 კმ², წყლის საერთო მოცულობა 145 მლნ მ³, სასარგებლო მოცულობა 110 მლნ. მ³, საშუალო სიღრმე 17,7 მ, უდიდესი სიღრმე 42,3 მ. საზრდოობს ძირითადად მდინარე ერისწყლისა და მდინარე ენგურის ჩამონადენით, რომელიც წყალსაცავში ჩაედინება ენგურჰესის დაწნევითი დერივაციული გვირაბით. გალის წყალსაცავის ფსკერი დაფარულია ალუვიონის სქელი ფენით. ნაპირები ზედა ნაწილში დამრეცია, ქვედაში — ციცაბო. აღინიშნება მეწყრული პროცესები. სანაპირო შემოსილია ბუჩქნარითა და მეორეული ტყით. გალის წყალსაცავი ჯვრის წყალსაცავთან ერთად ქმნის კასკადს, რომლის ძირითადი დანიშნულებაა მდინარე ენგურის ჩამონადენის მრავალწლიური და მდინარე ერისწყლის ჩამონადენის დღე-ღამური რეგულირება ენერგეტიკული მიზნებისთვის.

გალის წყალსაცავი
კოორდინატები: 42°39′14″ ჩ. გ. 41°48′06″ ა. გ. / 42.654111° ჩ. გ. 41.801861° ა. გ. / 42.654111; 41.801861
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გალის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა)
ფართობი 8,2 კმ²
მოცულობა 0,145 კმ³
უდიდესი სიღრმე 42,3
საშუალო სიღრმე 17,7
აუზის ფართობი 166 კმ²
ჩაედინება ერისწყალი
გამოედინება ერისწყალი
გალის წყალსაცავი — საქართველო
გალის წყალსაცავი
გალის წყალსაცავი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
გალის წყალსაცავი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება