ენგური

მდინარე საქართველოში
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ენგური (მრავალმნიშვნელოვანი).

ენგური (აფხ. Егры [ეგრჷ], მეგრ. ინგირწყარი, სვან. ენგურ) — მდინარე დასავლეთ საქართველოში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე და კოლხეთის ბარში. სათავე აქვს ენგურის მყინვარზე, ზღვის დონიდან 2614 მ-ზე. სოფ. ანაკლიასთან ერთვის შავ ზღვას. სიგრძე 213 კმ, აუზის ფართობი 4060 კმ². მთავარი შენაკადებია - მარჯვენა: ადიშჭალა, ხალდეჭალა, მულხრა, დოლრაჭალა, ნაკრა, ნენსკრა; მარცხენა: თხეიში, ხუმფრერი, ლასილი, მაგანა, ჯუმი და სხვა. ენგური ზემოთში კვეთს სვანეთის ქვაბულს, შემდეგ კი ღრმა და ვიწრო ხეობაში მიედინება. ზემოთსა და შუა დინებაში მდინარის კალაპოტი ზოგან ჭორომიანია. ქალაქ ჯვართან მდინარე გამოდის კოლხეთის დაბლობზე, ქმნის ფართო ხეობას და იტოტება. სოფ. რუხთან იყოფა ორ ტოტად, რომელთა შორის მოთავსებულია 12 კმ სიგრძისა და 0,5-2,0 კმ სიგანის კუნძული. მასზე გაშენებულია სოფ. შამგონა.

ენგური
Engur hesi.JPG
ენგურის კაშხალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები აფხაზეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მარჯვენა შენაკადები ადიშჭალა, ხალდეჭალა, მულხრა, დოლრაჭალა, ნაკრა, ნენსკრა
მარცხენა შენაკადები თხეიში, ხუმფრერი, ლასილი, მაგანა, ჯუმი
სათავე ენგურის მყინვარი
42°57′41″ ჩ. გ. 43°07′40″ ა. გ. / 42.96139° ჩ. გ. 43.12778° ა. გ. / 42.96139; 43.12778
სათავის სიმაღლე 2614 მ
შესართავი შავი ზღვა
42°23′28″ ჩ. გ. 41°33′35″ ა. გ. / 42.39111° ჩ. გ. 41.55972° ა. გ. / 42.39111; 41.55972
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 213 კმ
აუზის ფართობი 4060 კმ²
InguriRiver800px.svg
ენგური — საქართველო
ენგური
ენგური
Blue 0080ff pog.svg — სათავე, Blue pog.svg — შესართავი
Commons-logo.svg ენგური ვიკისაწყობში

ენგური შერეული საზრდოობის მდინარეა; ზემოთში წლიური ჩამონადენის 66 %-ს შეადგენს თოვლისა და მყინვარის წყალი, 22 %-ს გრუნტის წყალი, 12 %-ს წვიმის წყალი, ქვემოთში შესაბამისად - 18 %, 26 % და 56 %-ს. საშუალო წლიური ხარჯი სოფ. ხაიშთან 109 მ³/წმ უდრის შესართავთან 170 მ³/წმ. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულში, წყალმცირეა ზამთარში. სოფ. ლახამულიდან სოფ. შამგონამდე ენგურს იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, ქვემოთში - სარწყავად, ენგურ-გალის სარწყავი არხის საშუალებით. ქალაქ ჯვართან აშენდა ენგურის ჰიდროელექტროსადგური. სოფ. ტობართან დაპროექტებულია 750 ათ. კვტ სიმძლავრის ტობარჰესის მშენებლობა. ენგურის გასწვრივ გადის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვარი.

ლიტერატურარედაქტირება