კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი
კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი — უწყვეტი ქედი, კავკასიონის სისტემის ოროჰიდროგრაფიული ღერძი, რომელიც ყოფს ჩრდილო კავკასიისა და ამიერკავკასიის მდინარეთა აუზებს. უმაღლესი მწვერვალია შხარა (5058 მ). მდინარე ბელაიის (ყუბანის მარცხენა შენაკადი) სათავეებსა და ადაი-ხოხის მთათა ჯგუფს შორის. ქედი აგებულია პალეოზოურ-პროტეროზოური კრისტალური ქანებით, სხვაგან — ძირითადად მეზოზოური თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით. მნიშვნელოვანი უღელტეხილებია: ჯვრის (ხევისყელის), მამისონის (ჭანჭახის), კლუხორისა და სხვა. დამახასიათებელია მთა-ტყის, სუბალპური, ალპური და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტები.

კავკასიონის მთავარი ქედის ხედი ჩუჩხურის უღელტეხილიდან
ლიტერატურარედაქტირება
- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 311.