თხეიში
მდინარე საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
თხეიში, თხეიშურა — მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ენგურის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს თხეიშიშდუდის მყინვარებზე, ზღვის დონიდან 2646 მ სიმაღლეზე. მდინარე ენგურს ერთვის სოფელ ხაიშთან. სიგრძე 18,6 კმ, აუზის ფართობი 222 კმ². წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 10,5 მ³/წმ. იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად.
თხეიში | |
---|---|
სხვა სახელი | თხეიშურა |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | მესტიის მუნიციპალიტეტი (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე) |
სათავე |
თხეიშიშდუდის მყინვარებზე 42°49′18″ ჩ. გ. 42°12′20″ ა. გ. / 42.821750° ჩ. გ. 42.205778° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2646 მ |
შესართავი |
ენგური 42°56′43″ ჩ. გ. 42°11′01″ ა. გ. / 42.945278° ჩ. გ. 42.183639° ა. გ. |
სიგრძე | 18,6 კმ |
აუზის ფართობი | 222 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 10,5 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- უკლება ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 148.