თხეიშიშდუდი
მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
თხეიშიშდუდი — მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ეგრისის ქედზე, მდინარე ენგურის მარცხენა შენაკადის — თხეიშის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3045 მ. აგებულია შუაიურული პორფირიტებით. კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულობით. მწვერვალის ჩრდილოეთ კალთაზე არის პატარა მყინვარი თხეიშიშდუდი.
თხეიშიშდუდი | |
---|---|
კოორდინატები: 42°49′09″ ჩ. გ. 42°11′45″ ა. გ. / 42.819361° ჩ. გ. 42.196028° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3045 მ |
ქედი | ეგრისის ქედი |
ლიტერატურა
რედაქტირება- უთმელიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 148.