პორფირიტი — სუბვულკანური მაგმური ქანები პორფირის სტრუქტურით, რომელიც არ შეიცავს კალიუმიან მინდვრის შპატებს ქანწარმომქმნელ მინერალებს შორის. XX საუკუნეში ეს ტერმინი ხშირად გამოიყენებოდა საშუალო და ძირითადი შემადგენლობის პალეოტიპური ვულკანური მთის ქანების მიმართ, მაგრამ კაინოტიპური და პალეოტიპური მთის ქანების აღნიშვნისას ორმაგობის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია ამ ტერმინის მიღება მხოლოდ სუბვულკანური ქანებთან მიმართებაში.

პორფირიტი
ცნობები
შეფერილობა ნაცრისფერი, შავი, მწვანე, ყავისფერი

მსხვილი კრისტალები — ანდეზინის, იშვიათად პიროქსენის ჩანართები — ჩაძირულია ძირითად მასაში, რომელიც შედგება მინისაგან. ისინი ქმნიან დაიკებს, შტოკებს, სილებს და სხვ. სამთო ქანებისგან განსხვავებით, პორფირიტები ატარებენ ინტენსიური პოსტ-მაგმატური ცვლილებების კვალს (ქლორიტიზაციის, ეპიდოტიზაციის, კარბონატიზაციის სახით და სხვ.) თავდაპირველად მინისებრ ძირითად მასაში და ჩანართების ნაწილობრივ ან სრულ ჩანაცვლებას მეორადი მინერალებით.

ნაირსახეობები

რედაქტირება

შემადგენლობიდან გამომდინარე გამოიყოფა პორფირიტების ნაირსახეობები: პლაგიოკლაზური, პიროქსენური პორფირიტები და სხვ. ფართედაა გავრცელებული სხვადასხვა გეოლოგიური ასაკის დანალექების დანაკეც და პლატფორმულ რაიონებში. მსგავსი კაინოტიპური ქანების შემადგენლობის გათვალისწინებით, არსებობს ანდეზიტური და ბაზალტური პორფირიტი.

  • ბაზალტური პორფირიტი — განსხვავება დოლერიტისა და პორფირის სტრუქტურას შორის
  • დიორიტული პორფირიტი — ქვის ფერი მუქი ნაცრისფერია, შესაძლოა მწვანე ან წითელ-ყავისფერი ელფერით, მინერალების ძირითადი შემადგენელი კომპონენტებია ბიოტიტი, პლაგიოკლაზი, პიროქსენი, ამფიბოლი
  • გაბრული პორფირიტი — მუქი ნაცრისფერი, ნაცრისფერ-შავი, შავ-მწვანე ან შავი ფერის ქანი. ძირითადი მინერალებია პიროქსენი და პლაგიოკლაზა
  • დიაბაზური პორფირიტი — წარმოადგენს წვრილმარცვლოვან ქანს, რომელიც შეიცავს პლაგიოკლაზის იშვიათ პორფირულ გამონაყოფს, ქვების ფერი მუქი მწვანე და მუქი ნაცრისფერია.
  • პიროქსენური პორფირიტი — გამაგრებული ქანი, რომელიც შედგება ფიზიკური და ქიმიური შეტევისადმი მდგრადი ზემოქმედების მინერალებისგან. ქანს ახასიათებს სილიციუმის, მაგნიუმის და კალციუმის ოქსიდების ქიმიური შემადგენლობის ჭარბი რაოდენობა. ამასთან რადიონუკლიდები ან მავნე ნაერთები აბსოლუტურად არ არსებობენ.

გამოყენება

რედაქტირება
 
პორფირიტის მსხვილი ფრაქციის ღორღი

პორფირიტმა ფართე გამოყენება ჰპოვა საკუთარი ფიზიკურ-მექანიკური თვისებების გამო, კერძოდ სიმკვრივე. ამის გამო ქვა ფართედ გამოიყენება მშენებლობის სვადასვა სფეროებში: აშენებენ ხიდებს, აგებენ ტროტუარის ფენილებს, აპირკეთებენ ღობის ფასადებს და სახლის პლინტუსებს. მას იყენებენ, როგორც მრეწველობაში, ასევე სამოქალაქო მშენებლობაში.

ქვის ერთ-ერთი უნიკალური თვისებაა მისი თვითწმენდა. ამ თვისების დასაკვირვებლად ქვას სპეციალურად ზეთავენ მანქანის ზეთით და ტოვებენ ამ მდგომარეობაში 2-3 კვირა. დროის გასვლის შემდეგ ქვაზე ნავთობპროდუქტების კვალი არ ჩანს. ამ თვისების გათვალისწინებით, ქვა წარმატებით გამოიყენება ბენზინგასამართი სადგურებისა და ნავთობპროდუქტების შესანახი ტერიტორიების მოსაპირკეთებლად.

თუმცა, მშენებლობა არ არის ერთადერთი მხარე, სადაც ქანი გამოიყენება. ქვა საუკეთესო ვარიანტია საუნასა და აბაზანის ბუხრებში გამოსაყენებლად. ქვის თვისებები საშუალებას აძლევს მას გაუძლოს განმეორებით დიდ ტემპერატურულ ცვლილებებს. ამას გარდა, მას არ ეშინია ცეცხლის, ხოლო წყლის მოხვედრის შემთხვევაში, რაც ყველაზე უფრო მთავარია საუნების და აბანოების შემთხვევაში, არ სკდება და არ იშლება[1].

  1. ქვის ენციკლოპედია. ციტირების თარიღი: 2015-08-17