ნაკრა (მდინარე)
მდინარე საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
ნაკრა — მდინარე სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, ენგურის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ზღვის დონიდან 2870 მ სიმაღლეზე. სიგრძე 22 კმ, აუზის ფართობი 169 კმ². საზრდოობს მყინვარული, თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულში, წყალმცირობა — ზამთარში, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 18,8 მ³/წმ. ზამთრობით ჩნდება ყინულნაპირისი, ფსკერის ყინული და თოში.
ნაკრა | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | მესტიის მუნიციპალიტეტი (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე) |
სათავე | სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთი კალთა |
სათავის სიმაღლე | 2870 მ |
შესართავი | ენგური |
სიგრძე | 22 კმ |
აუზის ფართობი | 169 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 18,8 მ³/წმ |
![]() |
ლიტერატურარედაქტირება
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 303.