ადიშჭალა
მდინარე საქართველოში
ადიშჭალა, ჰადიშჭალა, ადიშისჭალა[1] — მდინარე საქართველოში, სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადი (ერთვის სოფელ ბოგრეშთან). სათავე აქვს ადიშის მყინვარზე. სიგრძე 14 კმ, აუზის ფართობი 80 კმ². წყალუხვია. მიედინება იურული ასაკის თიხაფიქლებში.[2]
ადიშჭალა | |
---|---|
![]() ადიშჭალა სოფელ ბოგრეშში | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სათავე |
ადიშის მყინვარი 42°59′19″ ჩ. გ. 42°58′59″ ა. გ. / 42.988611° ჩ. გ. 42.983139° ა. გ. |
შესართავი |
ენგური 43°00′38″ ჩ. გ. 42°49′28″ ა. გ. / 43.010694° ჩ. გ. 42.824583° ა. გ. |
სიგრძე | 14 კმ |
აუზის ფართობი | 80 კმ² |
![]() ![]() |
სქოლიორედაქტირება
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 15, თბ., 2009.
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 56.