ბოგრეში

სოფელი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში

ბოგრეშისოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარის თემში (სოფლები: ადიში, ბოგრეში, ზეგანი, ნაკიფარი).

სოფელი
ბოგრეში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი
თემი იფარი
კოორდინატები 43°00′37″ ჩ. გ. 42°49′33″ ა. გ. / 43.01028° ჩ. გ. 42.82583° ა. გ. / 43.01028; 42.82583
ცენტრის სიმაღლე 1700
მოსახლეობა 79[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბოგრეში — საქართველო
ბოგრეში
ბოგრეში — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ბოგრეში

მდებარეობს უღვირ-ზაგარის ქედის სამხრეთ კალთის ძირას, მდინარეების ადიშჭალისა და ენგურის შესართავთან. ზღვის დონიდან 1700 მ, მესტიიდან 25 კმ. სოფელში გადის მესტია-უშგულის გზა. სოფელში დგას ფუთა დადეშქელიანის კოშკი.

2019 წლის 15 აგვისტოს თსუ არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სოფელ ბოგრეშში ძველი წელთაღრიცხვის VIII-VI საუკუნეებით დათარიღებული ნამოსახლარი აღმოაჩინა[2][3].

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 79 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 128 60 68
2014[1]   79 38 41

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. არქეოლოგების ახალი აღმოჩენა
  3. თსუ არქეოლოგიური ექსპედიციის უნიკალური აღმოჩენა, გაზ. „უნივერსიტეტი“, № 9, 2019, გვ., 1-3
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II