უღვირ-ზაგარის ქედი
ქედი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
უღვირ-ზაგარის ქედი — ქედი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოებას. წყალგამყოფია. ერთი მხრივ, მდინარეების ენგურისა და, მეორე მხრივ, ადიშჭალისა და მულხრის აუზებისა. ქედზე აღმართულია მწვერვალები: ტვიბმაშერი (3166 მ), ზურულდი (2348 მ), მეფთაში (2473 მ) და სხვა. აგებულია იურული დანალექი წყებებით და პალეოზოური კრისტალური ფიქლებით. დამახასიათებელია სუბალპური და ალპური ლანდშაფტი.
უღვირ-ზაგარის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 43°01′37″ ჩ. გ. 42°51′17″ ა. გ. / 43.027000° ჩ. გ. 42.854750° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
უმაღლესი წერტილი | ტვიბმაშერი |
სიმაღლე | 3166 მ |
ამგებელი ქანები | დანალექი წყება და კრისტალური ფიქალი |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- მარგველანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 194.