ნენსკრა

მდინარე საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში

ნენსკრა, ჭვიბრულამდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, ენგურის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 42 კმ, აუზის ფართობი 623 კმ². სათავე აქვს ზღვის დონიდან 2915 მ-ზე. საზრდოობს წვიმის, თოვლის, მყინვარული და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულსა და ზაფხულშია, წყალმცირობაზამთარში, შემოდგომაზე იცის წყალმოვარდნა, ზამთრობით — ყინულნაპირისი, ფსკერის ყინული, თოში. საშუალო წლიური ხარჯი 40,1 მ³/წმ. იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად.

ნენსკრა

ნენსკრისა (წინ) და ენგურის შესართავი
სხვა სახელი ჭვიბრულა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები მესტიის მუნიციპალიტეტი (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე)
სათავე სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთი კალთა
43°14′39″ ჩ. გ. 42°25′08″ ა. გ. / 43.244389° ჩ. გ. 42.419111° ა. გ. / 43.244389; 42.419111
სათავის სიმაღლე 2915 მ
შესართავი ენგური
42°57′34″ ჩ. გ. 42°11′44″ ა. გ. / 42.959472° ჩ. გ. 42.195611° ა. გ. / 42.959472; 42.195611
სიგრძე 42 კმ
აუზის ფართობი 623 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 40,1 მ³/წმ
ნენსკრა — საქართველო
ნენსკრა
ნენსკრა
ნენსკრა — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ნენსკრა
ნენსკრა
— სათავე, — შესართავი
ნენსკრა ვიკისაწყობში

ჰიდროელექტროსადგური

რედაქტირება

ნენსკრა ჰესი მდინარე ნენსკრაზე, კავკასიონის სამხრეთ კალთაზე აშენდება. სადგურის სიმძლავრე იქნება 280 მეგავატი.[1] ჰესის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ იქნება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება.

ლიტერატურა

რედაქტირება