გალის მუნიციპალიტეტი
გალის მუნიციპალიტეტი (აფხ. Гал амуниципалитет) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში, დღეისათვის ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1]. კერძოდ, აფხაზეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე. 1917 წლამდე გალის რაიონი შედიოდა ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოლქში სამურზაყანოს მაზრის სახელწოდებით, 1921 საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით აფხაზეთის სსრ-ში ჯერ გალის მაზრის, ხოლო 1939 წლიდან — გალის რაიონის სახელწოდებით. გალის რაიონს ჩრდილოეთით ესაზღვრება ოჩამჩირის, აღმოსავლეთით — წალენჯიხის, სამხრეთით — ზუგდიდის რაიონები, დასავლეთით — შავი ზღვა. ფართობი 1003 კმ2. რაიონული ცენტრი — ქ. გალი.
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
---|---|
ავტონომიური რესპუბლიკა |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
ადმ. ცენტრი | გალი |
ფართობი | 1003±1 კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
სატელეფონო კოდი | +995 (447) |
საფოსტო ინდექსი | 6800–6899 |
![]() ![]() |
ბუნებარედაქტირება
რელიეფირედაქტირება
გალის ჩრდილო-აღმოსავლეთი მთიანია, სამხრეთ-დასავლეთი — ვაკე-დაბლობი. მთიანი ნაწილი აგებულია ცარცული ასაკის კირქვებით; უკიდურესი ჩრდილოეთი ზოლი — იურული პორფირიტებით, ტუფ-ქვიშაქვებით, ტუფ-ბრექჩიებით; გორაკ-ბორცვიანი ზონის აგებულებაში მონაწილეობს პალეოცენ-ეოცენური, მიოცენ-პლიოცენური კირქვები, მერგელები, თიხები, კონგლომერატები და ქვიშაქვები. სამურზაყანოს ვაკე-დაბლობი აგებულია მეოთხეული ასაკის რიყნარით, ქვიშებითა და თიხებით. რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს საშუალო სიმაღლის ინტენსიურად დაკარსტული ოხაჩქუის და ოისირედ ქედები, აგრეთვე აკიბის ქედი, სამხრეთით მოსდევს გორაკ-ბორცვიანი ზონა. ქ. გალის სამხრეთ-აღმოსავლეთით აღმართულია ანტიკლინური სერი სატანჯო (506 მ), კიდევ უფრო სამხრეთით, მდინარე ენგურამდე, გადაჭიმულია 20-30 მ სიმაღლის სამურზაყანოს ვაკე-დაბლობი. ზღვის ნაპირის გასწვრივ განვითარებულია დიუნები, მათ მიღმა სანაპირო ალაგ-ალაგ დაჭაობებულია. სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია თაბაშირის (ოქუმი) საბადო.
ჰავარედაქტირება
გალის რაიონში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. სამურზაყანოს დაბლობსა და გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში იცის რბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურა 4-6°C, ივლისი 24°C, აბსოლუტური მინიმალური — 10-12°C, აბსოლუტური მაქსიმალური 34-36°C. ნალექები 1646-1760 მმ წელიწადში. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულსა და შემოდგომაზე. მუსონური ხასიათის ქარები. მთიან ზონაში იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურა 2-იდან 0°C-მდეა, ივლისის 18-20°C, აბსოლუტური მინიმალური — 12-14°C. აბსოლუტური მაქსიმალური 32-34°C. ნალექები 1600-1800 მმ წელიწადში. აკიბისა და ოხაჩქუის ქედების თხემურ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაბალია: იანვრის საშუალო ტემპერატურა 0-იდან — 2°C-მდეა, ივლისის 16°C; აბსოლუტური მინიმალური 14,-16°C, აბსოლუტური მაქსიმალური 32°C. ნალექები 1800-2000 მმ წელიწადში.
მოსახლეობარედაქტირება
მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[2] | 1959 წ. აღწ. | 1970 წ. აღწ. | 1979 წ. აღწ. | 1989 წ. აღწ. | 1991' | 2002 წ. აღწ. |
---|---|---|---|---|---|---|
გალის | 59,619 | 73,256 | 75,538 | 79,440 | 79,600 | ოკ. რუს. ფ. |
მმართველობარედაქტირება
ეკონომიკარედაქტირება
კულტურარედაქტირება
ცნობილი ადამიანებირედაქტირება
- ილია ვეკუა (დ. 1907, პირველი შეშელეთი — გ. 1977, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი.
- აკაკი ჩხენკელი (დ. 1874, ოქუმი — გ. 1959, პარიზი) — ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი.