ოქუმი (გალის მუნიციპალიტეტი)
ოქუმი — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გალის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: აგვავერა, საბულისკირიო, სამელაიო). მდებარეობს მდინარე ოქუმის ნაპირას. ზღვის დონიდან 200 მ, გალიდან 25 კმ. 1993 წლიდან აკონტროლებს აფხაზეთის რესპუბლიკა. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[1]1855 წელს შემორჩენილი იყო ძველი ბერძნული ეკლესიის ნანგრევები. სოფელში დაიბადა აკაკი ჩხენკელი.
დემოგრაფია რედაქტირება
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი | ეთნიკური შემადგენლობა |
---|---|---|---|---|
1876[2] | 2813 | |||
1989 | 3514 | |||
2011 | 2239 | ქართველები (98,3 %) |
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 301.