სოხუმის ოკრუგი

სოხუმის ოკრუგი (რუს. Сухумский округ; 26 აპრილი, 188326 მაისი, 1918) — სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში (ცენტრი სოხუმი) 1883-1917 წლებში. ქუთაისის გუბერნიის შემადგენელი ნაწილი (1883-1903), დამოუკიდებელი ერთეული (1903-1917); რუსეთის დროებითი მთავრობის — ოზაკომის ერთეული (1917-1918); ბოლშევიკური აფხაზეთი (1918).

სოხუმის ოკრუგის რუკა

ისტორიარედაქტირება

მეფის რუსეთირედაქტირება

1883 წლის 26 აპრილს რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III-ის ბრძანებით კავკასიის მხარის რეფორმირებისას სოხუმის სამხედრო განყოფილების ბაზაზე შეიქმნა სოხუმის ოკრუგი[1]. ფართობი - 8621 კმ². მოსახლეობა - 100498 (1897 წლის მონაცემები). იყოფოდა გუმისთის (ცენტრი სოხუმი), გუდაუთის (გუდაუთა), კოდორის (ოჩამჩირე), და სამურზაყანოს (ოქუმი) უბნებად. 1903 წლის 17 მარტის დადგენილებით სოხუმის ოკრუგი დამოუკიდებელ ერთეულად გამოეყო ქუთაისის გუბერნიას[2]. 1904 წლის 25 დეკემბერს პრინც ა. ოლდენბურგის მოთხოვნით გაგრის კლიმატური სადგური მიმდებარე ტერიტორიით შავი ზღვის გუბერნიის სოჭის ოკრუგის შემადგენლობაში გადავიდა[3], რის შედეგადაც სოჭისა და სოხუმის ოკრუგებს შორის საზღვარმა ბზიფის აღმოსავლეთ წყალგამყოფ ქედზე გადაინაცვლა.

 
შავი ზღვის გუბერნია გაგრით და მდინარე ბზიფის აუზით. 1912 წ.

რუსეთის დროებითი მთავრობარედაქტირება

1917 წლის 9 (22) მარტიდან — 15 (28) ნოემბრამდე თებერვლის რევოლუციის შემდეგ, შედიოდა ამიერკავკასიის ტერიტორიაზე წარმოქმნილი რუსეთის დროებითი მთავრობისამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის შემადგენლობაში. 24 მაისს სოხუმში ჩატარდა აფხაზეთის საეკლესიო კრება[4]. 13 ივლისს დეპუტატი აკაკი ჩხენკელი გაემგზავრა სოხუმის ოკრუგის დასათვალიერებლად, სადაც ის დაესწრო სოხუმის ოკრუგის გლეხთა კრებას. გაგრაში მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის ორგანიზაციასა და შავი ზღვის სანაპირო რკინიგზის სამშენებლო ორგანიზაციათა შორის წამოჭრილი დავის მოგვარებაში. ა. ჩხენკელმა ასევე ყურადღება გაამახვილა გაგრის ოლქის საკითხზეც, რომელიც 1904 წელს სოხუმის ოკრუგს ჩამოაჭრეს. მან გამოთქვა მზაობა, აღნიშნული ტერიტორიის უკან დაბრუნების თაობაზე რუსეთის დროებით მთავრობასთან დაეწყო მოლაპარაკებები[კ 1]. 15 ივლისს ა. ჩხენკელი სოხუმის ოკრუგის გლეხთა ყრილობაზე დასასწრებად სოხუმში ჩავიდა, სადაც ის სიტყვით გამოვიდა. ის შეძლებისდაგვარად ესწრებოდა გლეხთა კრების სხდომებს და აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მათ მუშაობაში. 18 ივლისს დამთავრდა გლეხთა ყრილობა, არჩეულ იქნა გლეხთა დეპუტატების საბჭო. იმავე დღეს საღამოს შესდგა გაერთიანებული კრება მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა საბჭოებისა. კრებამ მოისმინა ვ. ჯუღელის მოხსენება მიმდინარე ვითარების შესახებ. კამათში მონაწილეობა მიიღო ა. ჩხენკელმაც, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია დროებით მთავრობასა და რევოლუციურ ორგანიზაციათა შორის დამოკიდებულების გარკვევას. 19 ივლისს ა. ჩხენკელი გაემგზავრა სამურზაყანოში. ოჩამჩირეში მონაწილეობა მიიღო მრავალრიცხოვან კრებაში. დღის ბოლოს კი გაემგზავრა სამურზაყანოს ცენტრში — დაბა გალში. იქ ასევე მონაწილება მიიღო ადგილობრივ გამართულ კრებაში, სადაც ისაუბრეს არაერთ საჭირბოროტო საკითხებზე და დასასრულს სიტყვით გამოსვლისას გვერდში დგომა და დახმარება აღუთქვა[5].

1917 წლის 15 (28) ნოემბრიდან — 1918 წლის 16 თებერვლამდე შედიოდა ამიერკავკასიის კომისარიატის შემადგენლობაში.

საბჭოთა ხელისუფლებარედაქტირება

1918 წლის 16 თებერვალიდან — 17 მაისამდე აფხაზეთის აჯანყების შედეგად იმყოფებოდა საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ. 1918 წლის 17 მაისიდან — 26 მაისამდე შედიოდა ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკაში.

სოხუმის ოკრუგი გაუქმდა 1918 წლის 26 მაისს, რომლის ტერიტორიაზე წარმოიქმნა სოხუმის ოლქი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში.

ოკრუგის მმართველებირედაქტირება

სოხუმის ოკრუგის უფროსები (რუს. Начальник Сухумского округа) იყვნენ:

  • 1890 — ადრიანე ვასილის ძე კუცევალოვი[6];
  • 1895 — ვიქტორ ალექსანდრეს ძე ბრაკერი[7];
  • 1904 — ვლადიმერ კონსტანტინეს ძე პროგულბიცკი[8];
  • 1909-1912 — მიხეილ ნიკოლოზის ძე კროპაჩევი[9][10];
  • 1913 — ნიკოლოზ ედუარდის ძე ვენტცელი[11];
  • 1918-1919 — ბენიამინ ჩხიკვიშვილი[12]

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

კომენტარებირედაქტირება

  1.  
    „ყურადღების ღირსია აგრეთვე „გაგრის ოლქის“ საკითხიც. მოგეხსენებათ ძველმა მთავრობამ სოხუმის ოლქს ჩამოაჭრა კარგა მოზრდილი ნაწილი, სახელდობრ მდინარე ფსოუსა და კალდახვარას შორის და შეუერთა ნოვოროსიის გუბერნიას. სარჩული მთავრობის ამდაგვარ მოქმედებათა ყოველთვის ცხადია, ადგილობრივ მცხოვრებთა ინტერესებს ის არასოდეს პატივისცემით არ ეპყრობოდა. დღეს ეს კითხვა კვლავ წამოდგა. ხალხი მოითხოვს აღნიშნული „ოლქი“ კვლავ შეუერთდეს სოხუმს. იგივე საკითხი დაისვა სოხუმის ოლქის გლეხთა ყრილობაზე, სადაც ერთ ხმათ გადაწყდა აღდგენილ იქნას ძველი ბუნებრივი საზღვრები სოხუმის ოლქისა. კრებამ სთხოვა აკაკი ჩხენკელს მიიღოს ყოველგვარი ღონისძიება, რათა ეს კითხვა ხალხის სურვილისამებრ გადაწყდეს.“

სქოლიორედაქტირება

  1. Полное собрание законов Российской империи, собрание 3-ое, т. III, ბრძ. 1522, გვ. 187-205
  2. Полное собрание законов Российской империи, собрание 3-ое, т. XXIII, ბრძ. 22663, გვ. 156-157
  3. Полное собрание законов Российской империи, собрание 3-ое, т. XXIV, ბრძ. 25568, გვ. 1233-1234
  4. გაზ. „საქართველო“ №107, 20 მაისი, 1917
  5. გაზ. „ერთობა“, №107, 27 ივლისი, 1917
  6. Сухумский округ, окружное управление, «Кавказский календарь на 1891 год». - Тифлис, 1890
  7. Сухумский округ, окружное управление, «Кавказский календарь на 1896 год». - Тифлис, 1895
  8. Сухумский округ, окружное управление, «Кавказский календарь на 1905 год». - Тифлис, 1904
  9. Сухумский округ, окружное управление, «Кавказский календарь на 1910 год». - Тифлис, 1909
  10. Сухумский округ, окружное управление, «Кавказский календарь на 1913 год». - Тифлис, 1912
  11. Сухумский округ, окружное управление, «Кавказский календарь на 1914 год». - Тифлис, 1913
  12. მახარაძე ი., ვაჭარაძე ა., „ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი (1880-1924)“, თბილისი: IDFI, 2020. — გვ. 27, ISBN 978-9941-8-2176-9.