შავი ზღვის გუბერნია

შავი ზღვის გუბერნია (რუს. Черноморская губерния; 23 მაისი (4 ივნისი), 18961918) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული 1896-1918 წლებში. ადმინისტრაციული ცენტრი — ნოვოროსიისკი.

შავი ზღვის გუბერნია
რუს. Черноморская губерния

გუბერნია

 

23 მაისი (4 ივნისი), 18961918
გერბი

შავი ზღვის გუბერნია კავკასიის სამეფისნაცვლოს შემადგენლობაში. 1917 წელი

შავი ზღვის გუბერნია 1896-1920 წლებში
დედაქალაქი ნოვოროსიისკი
ფართობი 7 346 კმ²
მოსახლეობა 57 478 (1897)

შავი ზღვის გუბერნია იყოფოდა სამ ოკრუგად: ნოვოროსიისკის ოკრუგი, ტუაფსეს ოკრუგი და სოჭის ოკრუგი.

ისტორია რედაქტირება

1896 წლის 23 მაისს (4 ივნისს) უმაღლესი ბრძანებულებით შავი ზღვის ოკრუგის ბაზაზე შეიქმნა შავი ზღვის გუბერნია[1].

1917 წლის ნოემბრიდან — 1918 წლის იანვრამდე დამყარებული იყო საბჭოთა ხელისუფლება. 1918 წლის მარტიდან მაისამდე გუბერნიის ტერიტორიაზე არსებობდა შავი ზღვის საბჭოთა რესპუბლიკა. 1918 წლის მაისიდან ივლისამდე შედიოდა ყუბან-შავი ზღვის საბჭოთა რესპუბლიკაში.

1918 წელს ნაწილობრივ იქნა დაკავებული ამიერკავკასიის ჯარების მიერ.

1918 წლის 26 აგვისტოდან ქ. ნოვოროსიისკი გადავიდა დენიკინის მოხალისეთა არმიის დაქვემდებარებაში. დანიშნული იყო შავი ზღვის გუბერნიის ადმინისტრაცია, რომელიც ფუნქციონირებდა 1920 წლის მარტამდე.

1920 წლის 11 მაისს გუბერნია შევიდა რსფსრ-ის ყუბან-შავი ზღვის ოლქში შავი ზღვის ოკრუგის სახით[2].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Полное собрание законов Российской империи, собрание 3-ое (1881-1913), т. XVI, указ 12995, ст. 486-490
  2. Основные административно-территориальные преобразования на Кубани (1793—1985 гг.) / Сост.: А. С. Азаренкова, И. Ю. Бондарь, Н.С. Вертышева. — Краснодар: Краснодарское кн. изд-во, 1986. — 394 с.