26 მაისი
თარიღი
26 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 146-ე დღე (ნაკიან წლებში - 147-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 219 დღე.
<< | მაისი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 | ||
2024 |
დღის მოვლენები
რედაქტირება- 451 : ავარაირის ბრძოლა სომეხ აჯანყებულებსა და სასანიდის იმპერიის ჯარს შორის. სომხები დამარცხდნენ, თუმცა ქრისტიანობის თავისუფლად აღმსარებლობის უფლება მოიპოვეს.
- 1293 : მიწისძვრამ კამაკურაში, იაპონია, 30 000 ადამიანი იმსხვერპლა.
- 1538 : ჯონ კალვინი და მისი მიმდევრები ჟენევიდან განდევნეს.
- 1670 : დუვრში ინგლისის მეფე ჩარლზ II და საფრანგეთის მეფე ლუი XIV საიდუმლოდ დუვრის ხელშეკრულებას დებენ.
- 1762 : მიხეილ ლომონოსოვმა ვენერაზე ატმოსფერო აღმოაჩინა.
- 1805 : ნაპოლეონ ბონაპარტი აკურთხეს იტალიის მეფედ.
- 1864 : მონტანა აშშ-ის ტერიტორია გახდა.
- 1865 : აშშ-ში დასრულდა სამოქალაქო ომი.
- 1868 : ინგლისში გაიმართა უკანასკნელი საჯარო სიკვდილით დასჯა.
- 1869 : ბოსტონის უნივერსიტეტს მასაჩუსეტსის თანამეგობრობამ ქარტია მიანიჭა.
- 1879 : რუსეთი და დიდი ბრიტანეთი ხელს აწერენ შეთანხმებას, რომლის მიხედვით ჩამოყალიბდა ავღანეთის სახელმწიფო.
- 1889 : ეიფელის კოშკის პირველი ლიფტი გაიხსნა საზოგადოებისთვის.
- 1895 : ტახტზე ავიდა რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი ნიკოლოზ II.
- 1896 : ჩარლზ დოუ აქვეყნებს დოუ ჯონსის ინდუსტრიული საშუალოს პირველ გამოცემას.
- 1908 : სპარსეთში ინგლისელმა ბიზნესმენმა უილიამ დარსიმ ნავთობის მოპოვება დაიწყო.
- 1906 : ვოქსჰოლის ხიდი გაიხსნა ლონდონში.
- 1918 : გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
- 1919 : გამოიცა პირველი ქართული საფოსტო მარკა
- 1923 : საფრანგეთში გაიმართა პირველი 24 საათიანი ავტორბოლა "ლე მანი"
- 1928 :
- ფიფას სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ოთხ წელიწადში ერთხელ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შესახებ.
- პირველი მოძრავი ფილმის წარმოდგენა გაიმართა ათენში, საბერძნეთი
- 1938 : ქალაქ ვოლფსბურგში ადოლფ ჰიტლერმა ფოლკსვაგენის ქარხნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი
- 1947 : სსრკ-ში გაუქმდა სიკვდილით დასჯა. რომელიც კვლავ აღდგა 1950 წელს.
- 1948 : სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამოცხადდა აპარტეიდის პოლიტიკა
- 1966 : ბრიტანეთის გაიანა დამოუკიდებელი ხდება.
- 1970 : საბჭოთა ტუპოლევ ტუ-144 პირველი სამგზავრო ტრანსპორტი ხდება, რომელმაც მახ-2-ს გადააჭარბა.
- 1972 : აშშ და სსრკ ხელს აწერენ ანტიბალისტიკურ ქობინთა ხელშეკრულებას.
- 1986 : ევროპის თანამეგობრობამ ევროპის დროშა მიიღო.
- 1991 : საქართველოს პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით იმარჯვებს ზვიად გამსახურდია.
- 2002 : მარს-ოდისეამ პლანეტა მარსზე უზარმაზარი წყლის ყინულის დანალექის ნიშნები აღმოაჩინა.
- 2006 : კუნძულ იავაზე მიწისძვრამ 5700 ადამიანი იმსხვერპლა. 200 000 უსახლკაროდ დარჩა.
- 2008 : ნასას ფენიქსი მარსზე პირველ წარმატებულ მოტორიზებულ დაშვებას ახორციელებს ბოლო 30 წლის განმავლობაში.
- 2009 : საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისთან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო გაიხსნა.
- 2012 : ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე შვედმა მომღერალმა ლორინმა გაიმარჯვა სიმღერით „Euphoria“.
- 2012 : მიხაელ ჰანეკეს ფილმმა „სიყვარული“ კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო მოიპოვა.
- 2018 : მადრიდის რეალმა ფინალში დაამარცხა ლივერპული და მესამედ ზედიზედ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.
- 2019 : გიტანას ნაუსედა ლიტვის პრეზიდენტად აირჩიეს.
ამ დღეს დაბადებულნი
რედაქტირება- 1602 : ფილიპ დე შამპენი — ფრანგი ფერმწერი (გ. 1674).
- 1822 : გონკური, ედმონდ დე — ფრანგი მწერალი.
- 1842 : წერეთელი, გიორგი — ქართველი პროზაიკოსი და პუბლიცისტი.
- 1859 : ბახტაძე, ილია — ქართველი პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი.
- 1875 : მაჩადო-ი-რუისი, ანტონიო — ესპანელი პოეტი.
- 1877 : არაკი სადაო — იაპონიის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე,
- 1878 : დუნკანი, აისედორა — ამერიკელი მოცეკვავე.
- 1912 : კადარი, იანოშ — უნგრელი პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე.
- 1926 : დეივისი, მაილს — ამერიკელი ჯაზის მუსიკოსი.
- 1933 : შენგელაია, ელდარ — ქართველი კინორეჟისორი.
- 1939 : კოსტავა, მერაბ — ქართველი დისიდენტი, მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე.
- 1946 : პიოვანი, ნიკოლა — იტალიელი კინო-კომპოზიტორი.
ამ დღეს გარდაცვლილნი
რედაქტირება- 1976 : ჰაიდეგერი, მარტინ — გერმანელი ფილოსოფოსი
- 2008 : სიდნი პოლაკი — ამერიკელი რეჟისორი
მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები
რედაქტირება- საქართველო - დამოუკიდებლობის დღე (1918).
- პოლონეთი - დედის დღე.
- გაიანა - დამოუკიდებლობის დღე
- დანია - კრონპრინც ფრედერიკის დაბადების დღე
- სომხეთი - სარდარპატის ბრძოლაში გამარჯვების დღე
- რუსეთი - მეწარმეობის დღე
საეკლესიო დღესასწაულები
რედაქტირება- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასხვა თვეები