ოქროს პალმის რტო (ფრანგ.Palme d’Or) — კანის კინოფესტივალის მთავარი პრემია. პრემიას ეს სახელი 1955 წლიდან აქვს. 1946-54 წლებში უმაღლეს ჯილდოს „გრან-პრი“ (Grand Prix — დიდი პრიზი) ერქვა. ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ კინოს სამყაროში.
1954 წლამდე კანის კინოფესტივალის ჟიური საუკეთესო ფილმის რეჟისორს აჯილდოვებდა „გრან პრით“. ჯილდო წარმოდგენილი იყო თანამედროვე, იმ წელს მოდაში მყოფი მხატვრის ქმნილებით. შესაბამისად ჯილდო ყოველ წელს განსხვავებული იყო. 1954 წლის დასასრულს ფესტივალის დირექტორთა საბჭომ მოიწვია რამდენიმე იუველირი რათა წარმოედგინათ პალმის რტოს დიზაინი, რომელიც იყო ქალაქ კანის სამხედრო მუნდირის დამახასიათებელი ნიშანი.
1955 წელს პირველი ოქროს პალმის რტო გადაეცა დელბერტ მანსფილმისთვისმარტი და წარმოადგენდა ფესტივალის უმაღლეს ჯილდოს 1964 წლამდე, მანამ, სანამ ფესტივალი დროებით არ დაუბრუნდა „გრან პრით“ დაჯილდოების ტრადიციას, ოქროს პალმის რტოსთან დაკავშირებით არსებული საავტორო უფლებების დაცვის პრობლემის გამო. 1975 წელს ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოება კვლავ განახლდა და ფესტივალის სიმბოლოდაც იქცა. იგი წარმოდგენილი იყო წითლ წმინდა მაროკოს ტყავის კოლოფში, რომელსაც სარჩულად თეთრი ნატი ჰქონდა დატანებული.
მისი დიზაინი 1975 წლის შემდეგ რამდენიმეჯერ შეიცვალა. საბოლოოდ კი საყრდენი, რაზეც დამაგრებულია თვითონ რტო, რომელიც 1980 წლისთვის მრგვალი ფორმის იყო, 1984 წლისათვის მისი ფორმა პირამიდისებურით შეიცვალა. 1992 წელს პიერ დე ბურკენსმა დიზაინი შეცვალა და საყრდენი ხელით ნაკვეთი ბროლით შეცვალა. კიდევ რამდენიმე ცვლილების შემდეგ მან მიიღო ისეთი სახე, როგორიც დღეს აქვს. იგი გაკეთბულია 24 კარატიანი ოქროთი და მოთავსებულია ახლა უკვე ლურჯ მაროკოს ტყავში.
კანის კინო ფესტივალის თითქმის სამოცდათწლიანი ისტორიის მანძილზე ქალ რეჟისორს ოქროს პალმის რტო მხოლოდ ერთხელ გადაეცა. ეს იყო ჯეინ კემპიონი ფილმისთვის პიანინო 1993 წელს.