ლუის ბუნიუელი
ლუის ბუნიუელი (ესპ. Luis Buñuel; დ. 22 თებერვალი, 1900 — გ. 29 ივლისი, 1983) — ესპანელი კინორეჟისორი, რომელიც მოღვაწეობდა ესპანეთში, მექსიკასა და საფრანგეთში. ბუნიუელი იღებდა სიურრეალისტურ ფილმებს. ჰქონდა საკუთარი კინო-ხელწერა. გამოირჩეოდა სოციალური და რელიგიური უსამართლობების სკანდალური მხილებით, ეროტიციზმის ჩვენებით[1].
ლუის ბუნიუელი Luis Buñuel | |
---|---|
დაბადების სახელი | ლუის ბუნიუელ პორტოლესი |
დაბადების თარიღი |
22 თებერვალი, 1900 კალანდა, არაგონი, ესპანეთი |
გარდაცვალების თარიღი |
29 ივლისი, 1983 მეხიკო, მექსიკა |
საქმიანობა | კინორეჟისორი, სცენარისტი |
აქტიური | 1929-1977 |
მეუღლე(ები) | ჟანა ბუნიუელი (1925-1983) |
ჯილდოები |
კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო რეჟისორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებალუის ბუნიუელი დაიბადა ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთში, არაგონის რეგიონის ქალაქ კალანდაში (ტერუელის პროვინცია). ოჯახის 7 შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო. 1907-1915 წლებში სწავლობდა იეზუიტურ კოლეჯში სარაგოსაში, 1917 წელს კი მადრიდის უნივერსიტეტში, სადაც დაუმეგობრდა სალვადორ დალისა და ფედერიკო გარსია ლორკას.
1924-1927 წლებში პარიზში იღებდა მონაწილეობას „ავანგარდულ“ მოძრაობაში, მუშაობდა რეჟისორ ჟან ეპშტეინის ასისტენტად. 1934 წელს იგი დაქორწინდა ჟანა რაკარზე, პარიზში და მათი ქორწინება ბუნიუელის ცხოვრების განმავლობაში გრძელდებოდა. ბუნიუელს მასთან შეეძინა შვილები: კინოპროდიუსერი რაფაელ ბუნიუელი და ხუან ლუის ბუნიუელი. 1939 წელს გადავიდა აშშ-ში, იყო მემონტაჟე ჰოლივუდში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კინოგანყოფილების თანამშრომელი ნიუ-იორკში.
1946 წელს გადავიდა მექსიკაში, სადაც გაიცნო პროდიუსერი ოსკარ დანსიჟე. მასთან ერთად გადაიღო ფილმი „დიდი კაზინო“. სამი წლის შემდეგ იგი იღებს მექსიკის მოქალაქეობას. ბუნუელის მექსიკური პერიოდის ბოლო ფილმი იყო „სიმეონ მეუდაბნოე“.
საფრანგეთში გადასვლის შემდეგ ბუნიუელი იწყებს თანამშრომლობას პროდიუსერ სერჟ ზილბერმანთან. საფრანგეთში მუშაობის პერიოდში მან შექმნა მისი ყველაზე ცნობილი სიურრეალისტური სურათები: „ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი“, „თავისუფლების ფანტომი“ და „ეს ბუნდოვანი სურვილის ობიექტი“.
1977 წელს მან გადაწყვიტა დაეწერა ავტობიოგრაფია, რომელიც მოიცავს ბუნუელის საინტერესო ცხოვრებას, მეგობრებსა და მის ოჯახს. ბუნიუელის ყველაზე ცნობილ გამონათქვამად ითვლება 1960 წელს მიშელ მანცეაუხთან ინტერვიუში ნათქვამი: „მე კვლავ მადლობელი ვარ ღმერთის, ათეისტის“. გარდაიცვალა მეხიკოში 1983 წელს.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- ანდალუსიური ძაღლი (1929) / Un chien andalou
- ოქროს ხანა (1930) / L'Âge d'or
- უპურო ქვეყანა (1933) / Las Hurdes: Tierra Sin Pan
- ბრწყინვალე კაზინო (1947) / Gran Casino
- დავიწყებულები (1950) / Los olvidados
- სუსანა (1951) / Susana
- ელ ბრუტო (1953) / El bruto
- სიკვდილის მდინარე (1955) / El río y la muerte
- ნაზარეველი (1959) / Nazarín
- ვირიდიანა (1961) / Viridiana
- გამანადგურებელი ანგელოზი (1962) / El ángel exterminador
- მოახლის დღიური (1964) / Le journal d'une femme de chambre
- სიმეონ მეუდაბნოე (1965) / Simón del desierto
- შუადღის ლამაზმანი (1967) / Belle de jour
- ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი (1972) / The Discreet Charm of the Bourgeoisie
- თავისუფლების ფანტომი (1974) / Le Fantôme de la liberté
- ეს ბუნდოვანი სურვილის ობიექტი (1977) / Cet obscur objet du désir
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ლუის ბუნიუელი. „ენციკლოპედია ბრიტანიკა“