კალანდა
კალანდა — ახალი წლის დღესასწაული გურიასა და სამეგრელოში, ხოლო სვანეთსა და ლეჩხუმში ახალი წლის წინა დღე. სახელწოდება მომდინარეობს ლათინური Calendae-დან, რაც ნიშნავს თვის პირველ დღეს. კალანდას ხვდებოდნენ საკალანდო პურ-ღვინით, კალანდის ღორის ყბით (სვანეთში ლეკალანდ — საკალანდო ღორი), რომელსაც გურიაში ხაჭაპურებს და ანთებულ სანთლებს შემოუწყობდნენ და წმინდა ბასილს ოჯახის ბედნირებასა და ბარაქიანობას შესთხოვნდენ.
კალანდა აღინიშნება 14 იანვარს.
ლიტერატურა
რედაქტირება- სოხაძე, ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 326.
- ბარდაველიძე, ვ. „ქართული საწესო გრაფიკული ხელოვნების ნიმუშები“, თბილისი 1953
- მაკალათია, ს. „ახალწელიწადი საქართველოში“, ტფილისი, 1927