სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დალი.

სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი ი დომენეკი (კატ. Salvador Domènec Felip Jacint Dalí i Domènech; ესპ. Salvador Domingo Felipe Jacinto Dalí i Domènech; დ. 11 მაისი, 1904, ფიგერასი, კატალონია ― გ. 23 იანვარი, 1989, ფიგერასი) — ესპანელი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი და სკულპტორი, სიურრეალიზმის წარმომადგენელი.

სალვადორ დალი
დაიბადა 11 მაისი, 1904(1904-05-11)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20]
დაბადების ადგილი ფიგერასი[21] [22]
გარდაიცვალა 23 იანვარი, 1989(1989-01-23)[1] [23] [24] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [1] (84 წლის)
გარდაცვალების ადგილი ფიგერასი[1] [22]
ჟანრი ნატურმორტი[25] , საჟანრო ფერწერა[25] , პორტრეტი[25] , პეიზაჟი[25] , ალეგორია[25] და რელიგიური ხელოვნება[25]
საიტი http://www.salvador-dali.org/

ბიოგრაფია

რედაქტირება

სალვადორ დალი დაიბადა 1904 წლის 11 მაისს ესპანეთში, კერძოდ კატალონიურ ქალაქ ფიგერასში, ნოტარიუსის ოჯახში. სახვითი ხელოვნების შესწავლა დაიწყო მუნიციპალურ სამხატვრო სკოლაში. 1914 წლიადან 1918 წლამდე იზრდებოდა მშობლიურ ქალაქში, მარისტების ორდენის აკადემიაში.

1916 წელს არდადეგებზე გაემგზავრა ქალაქ კადაკესში, სადაც მოდერნისტულ ხელოვნებას ეზიარა. დალის პირველი პერსონალური გამოფენა 1919 წელს მოეწყო. 1921 წელს მამამ გადაწყვიტა ჭაბუკი სალვადორი მადრიდში გაეგზავნა, რათა მას სწავლა სან–ფერნანდოს აკადემიაში გაეგრძელებინა. დედაქალაქში დალიმ გაიცნო ესპანური ხელოვნების ისეთი წარმომადგენლები, როგორიცაა ლუის ბუნიუელი, ფედერიკო გარსია ლორკა და პედრო გარფიასი.

მადრიდში დალი საკუთარ ნახატებში კუბიზმისა და დადაიზმის შერწყმას ცდილობს. 1926 წელს სალვადორს აკადემიიდან რიცხავენ ქედმაღლობისა და პედაგოგებისადმი დაუდევრობის ბრალდებით. იმავე წელს, დალი პირველად მიემგზავრება პარიზში, სადაც პაბლო პიკასოს ეცნობა. საკუთარი სტილის ძიებაში დალი 1920–იანი წლების ბოლოს პიკასოსა და ხუან მიროს შემოქმედების ზეგავლენით ჰქმნის საკუთარ ნამუშევრებს. 1929 წელს ლუის ბუნიუელთან ერთად მონაწილებს სიურეალისტური ფილმის „ანდალუსიური ძაღლის“ შექმნაში. სწორედ მაშინ ხვდება პირველად იგი თავის მომავალ მეუღლე გალას (ელენე დიაკონოვა), რომელიც იმ დროისთვის ფრანგი პოეტის პოლ ელუარის მეუღლე იყო.

დალის ნახატები სხვადასხვა გამოფენებზე მონაწილეობენ. ის პოპულარული ხდება. 1929 წელს დალი ანდრე ბრეტონის მიერ შექმნილ სიურრელისტების ჯგუფში ერთიანდება.

1934 წელს დალი ოფიციალურად ქორწინდება გალასთან. იმავე წელს ის პირველად ეწვია ამერიკის შეერთებული შტატებს.

ესპანეთში სამოქალაქო ომისა და ფრანკოს მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მერე დალი უთანხმოებაში მოვიდა „სიურეალისტების ჯგუფთან“, რომლებიც მემარცხენე აზრებს იზიარებდნენ. დალი გარიცხეს ჯგუფიდან. სწორედ მაშინ წარმოთქვა მან: „სიურეალიზმი – ეს მე ვარ“. ამასთან დაკავშირებით ანდრე ბრეტონმა დალის უწოდა „Avida Dollars“, შექმნა რა მისი სახელისა და გვარისგან ანაგრამა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დალი მეუღლესთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატებში გადაბარგდა, სადაც მან ცხოვრების 9 წლიანი პერიოდი დაჰყო,1940 წლიდან 1948 წლის ჩათვლით. 1942 წელს იგი გამოსცემს ავტობიოგრაფიულ რომანს „სალვადორ დალის საიდუმლო ცხოვრება“. მისი ლიტერატურული ცდები ისეთივე წარმატებული აღმოჩნდა, როგორც მხატვრული – წიგნი ბესტსელერად იქცა.

ესპანეთში დაბრუნების შემდეგ დალი მშობლიურ ფიგერასში დასახლდა. 1981 პარკინსონის დაავადებით სნეულდება. 1982 წელს გარდაიცვალა გალა.

სალვადორ დალი გარდაიცვალა 1989 წლის 23 იანვარს. იგი ფიგერასში, საკუთარი სახლის ეზოშია დასაფლავებული.

ცნობილი ქმნილებები

რედაქტირება
 
დალის მუზეუმი ფიგერასში.
  • „ომის სახე“
  • „აპარატი და ხელი“
  • „გამჭვირვალე ძროხა“
  • „მობანავე ქალი“
  • „ქალისა და ცხოველის სიმბიოზი“
  • „სიურეალისტური კომპოზიცია“
  • „დაუკმაყოფილებული სურვილები“
  • „პოლ ელუარის პორტრეტი“
  • „უჩინმაჩინი კაცი“
  • „ფანტასმაგორა“
  • „დიადი მასტურბატორი“
  • ვილჰელმ ტელის გამოცანა“
  • „რბილი საათები“
  • „ვერმერ დელფტელის მოჩვენება„
  • „მედიტაცია საყრდენით“
  • „უხილავი საყრდენი“
  • „ბინდის ატავიზმი“
  • „ათროპომორფული სეკრეტერი“
  • „ლოგიკოსი ეშმაკი“
  • „ტელეფონი — ომარი“
  • „დივანი „მეი უესტის ტუჩები“
  • „ვენერა მილოსელი ყუთებით“
  • „დიდი პარანოიკი“
  • „ქალის თავი ბრძოლის სახით“
  • „უცნაურობები“
  • „გოგონა ფანჯარასთან“
  • „მხატვარის მამა“
  • „გეოპოლიტიკური ყრმა უყურებს ახალი ადამიანის დაბადებას“

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება

სალვადორ დალის ეკუთვნის გამოთქმა: „ყველაზე საინტერესო მსოფლიოში – ეს მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი – სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩემი და გალას ჩათვლით“.

სალვადორ დალიმ 1969 წელს შექმნა „ჩუპა ჩუპსის“ ლოგოტიპი და სლოგანი.

სალვადორ დალი ასე ედრებოდა პაბლო პიკასოსო: „პიკასო ესპანელია. მეც ესპანელი ვარ. პიკასო გენიოსია. მეც გენიოსი ვარ. პიკასოს ყველა ქვეყანაში იცნობენ. მეც მიცნობენ. პიკასო კომუნისტია. მე კი – არა.“

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118523481 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Salvador DalíOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  3. 3.0 3.1 Kunstindeks Danmark
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 Find a Grave — 1996.
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 Encyclopaedia Metallum — 2002.
  8. 8.0 8.1 filmportal.de — 2005.
  9. compArt database Digital Art — 2010.
  10. 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  11. 11.0 11.1 Bradley F. Dalí (Domènech), Salvador // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T021196
  12. 12.0 12.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  13. 13.0 13.1 GeneaStar
  14. 14.0 14.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  15. 15.0 15.1 Diccionario biográfico españolReal Academia de la Historia, 2011.
  16. 16.0 16.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  17. 17.0 17.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  18. 18.0 18.1 The Fine Art Archive — 2003.
  19. 19.0 19.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
  20. 20.0 20.1 Munzinger Personen
  21. Дали Сальвадор // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  22. 22.0 22.1 The Fine Art Archive
  23. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  24. Salvador Dalí
  25. 25.0 25.1 25.2 25.3 25.4 25.5 RKDartists