პოლ ელუარი

(გადამისამართდა გვერდიდან ელუარი, პოლ)

პოლ ელუარი (ფრანგ. Paul Éluard — ფსევდონიმი; ნამდვილი სახელი და გვარი — ეჟენ ემილ პოლ გრენდელი (Grindel); დ. 14 დეკემბერი, 1895, სენ-დენი, საფრანგეთი — გ. 18 ნოემბერი, 1952, შარანტონი, საფრანგეთი) — ფრანგი პოეტი.

პოლ ელუარი
ფრანგ. Paul Éluard
დაბადების თარიღი 14 დეკემბერი, 1895(1895-12-14)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15]
დაბადების ადგილი სენ-დენი, სენა-სენ-დენი, საფრანგეთი[16]
გარდაცვალების თარიღი 18 ნოემბერი, 1952(1952-11-18)[16] [3] [4] [5] [6] [8] [10] [11] [12] [17] [15] (56 წლის)
გარდაცვალების ადგილი შარანტონ-ლე-პონი, ვალ-დე-მარნი, საფრანგეთი
დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაო[18]
ფსევდონიმი Didier Desroches[19] , Jean Du Haut[19] , Maurice Hervent[19] და Paul Éluard
საქმიანობა მწერალი[20] , პოლიტიკოსი, პოეტი[17] , ფრანგული წინააღმდეგობის მებრძოლი და ხელოვანი[21]
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი[22] [21]
ალმა-მატერი Lycée Colbert
Magnum opus Liberté, j'écris ton nom
მეუღლე გალა, ნუსშ ელუარი და Dominique Éluard
შვილ(ებ)ი სესილ ელუარი
ხელმოწერა
საიტი eluard.org

ბიოგრაფია

რედაქტირება

16 წლის ასაკში პოლ ელუარი ტუბერკულოზით დაავადდა, რის გამოც სწავლის შეწყვეტა მოუხდა. სამკურნალოდ შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც ელენა დიაკონოვას შეხვდა. 1917 მათ ქალაქ დავოსში იქორწინეს. პარიზში კი ქალიშვილი სესილი შეეძინათ.

სწორედ ამ დროისთვის გადადგა მან პირველი ნაბიჯები პოეტურ ასპარეზზე. 1918 წელს ჟან პოლანმა პოლი გააცნო ანდრე ბრეტონსა და ლუი არაგონს. მათი ზეგავლენით პოლ ელუარი სიურრეალისტურ მოძრაობაში ჩაება.

ოჯახური კრიზისის შემდეგ, იგი ბევრს მოგზაურობდა და 1924 წელს საფრანგეთში დაბრუნდა. მისი შემოქმედება ამ პერიოდში ასახავს მის რთულ ცხოვრებას, მეუღლესთან განშორებას, რომელიც სალვადორ დალის გაჰყვა ცოლად.

1934 წელს იგი მეორედ დაქორწინდა, ამჟამად პაბლო პიკასოს და მენ რეის ხატვის მოდელთან — გერმანელ აკრობატ ქალთან ნუშთან (მარია ბენცი). მეორე მსოფლიო ომის მანძილზე იგი ფრანგული წინააღმდეგობის წევრი გახდა. ამ პერიოდში იგი მხოლოდ იარაღით არ იბრძოდა, მისი ნაწარმოებები, მაგალითად პოემა „თავისუფლება“, სრულად ასახავდა მის მებრძოლ ხასიათს.

ნუშის უეცარი სიკვდილის შემდეგ, იგი შეხვდა ბოლო სიყვარულს — დომინიკს, რომელსაც მოგვიანებით მიუძღვნა თხზულება „ფენიქსი“.

პოლ ელუარი გულის შეტევით 1952 წელს გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. L'Humanité, l'humanité, لومانيتيRF: 1995. — ISSN 0242-6870; 2496-8617
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #118530062 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. 3.0 3.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 Nationalencyklopedin — 1999.
  6. 6.0 6.1 IMSLP — 2006.
  7. Find a Grave — 1996.
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. Delarge J. Le DelargeParis: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
  10. 10.0 10.1 Holman V. Eluard, Paul // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T025923
  11. 11.0 11.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  12. 12.0 12.1 GeneaStar
  13. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  14. Babelio — 2007.
  15. 15.0 15.1 Munzinger Personen
  16. 16.0 16.1 Элюар Поль // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  17. 17.0 17.1 The Fine Art Archive — 2003.
  18. Bauer P. Deux siècles d'histoire au Père LachaiseVersailles: 2006. — P. 314. — ISBN 978-2-914611-48-0
  19. 19.0 19.1 19.2 Czech National Authority Database
  20. Collectie Boijmans Online — 2010.
  21. 21.0 21.1 https://www.workwithdata.com/person/paul-eluard-1895
  22. ZKM Center for Art and Media Karlsruhe — 1997.