ომის სახე (ესპ. La Cara de la Guerra) — ესპანელი სიურეალისტი მხატვრის სალვადორ დალის ნახატი, შესრულებული 1940 წელს ზეთს საღებვებით ტილოზე. ნამუშევარზე დალი ცხოვრების რთულ პერიედში, კალიფორნიაში ცხოვრებისას მუშაობდა.

ომის სახე
Le visage de la guerre (Het aangezicht van de oorlog[1]
ავტორი სალვადორ დალი
წელი 1940
კატალოგი P 499
ტიპი ზეთი, ტილო
სიმაღლე 64 სმ
სიგანე 79 სმ
ქალაქი როტერდამი
მუზეუმი ბოიმანსის მუზეუმი

ის ტრავმა და ინსპირაცია, რაც დალიმ ომის პერიოდში მიიღო, თან გასდევს მის შემოქმედებას. დალი მიიჩნევდა, რომ მისი მხატვრული, არტისტული ხედვა ომის მუდმივი მოლოდინის შედეგი იყო. ნამუშევარი შესრულებულია მეორე მსოფლიო ომსა და ესპანეთის სამოქალაქო ომს შორის პერიოდში.

ნახატზე გამოსახულია სახე, თავი ტანის გარეში, რომელიც ბარენის უდაბლოს გაჰყურებს. სახე გახრწნილია და ერთი შეხედვით ნამდვილად გვამს ჰგავს, რაც ნახატს საზარელს ხდის. თვალებსა და პირში გამოსახულია იდენტური სახეები, იგივე მეორდება მათ შემთხვევშიც, რაც განსაკუთრებულ ეფექტს ქმნის. მნახველს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ეს სცენა დაუსრულებელია. დიდი სახეს ირგვლივ გველები ესევიან. მარჯვენა ქვედა კუთხეში შეიმჩნევა ხელის ანაბეჭდი, რომელიც დალის მტკიცებით მისი მარცხენა ხელია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. https://www.boijmans.nl/collectie/kunstwerken/4058/le-visage-de-la-guerre-het-aangezicht-van-de-oorlog