დიადი მასტურბატორი

დიადი მასტურბატორიესპანელი სიურეალისტი მხატვრის, სალვადორ დალის ნახატი, შესრულებული 1929 წელს ზეთის საღებავებით, ტილოზე. დღეს ნამუშევალი ინახება დედოფალ სოფიას მუზეუმში, მადრიდში.

დიადი მასტურბატორი
ავტორი სალვადორ დალი
წელი 1929
კატალოგი P 235[1]
ტიპი ზეთი, ტილო
სიმაღლე 110 სმ
სიგანე 150 სმ
ქალაქი მადრიდი
მუზეუმი დედოფალ სოფიას მუზეუმი

ნახატის ეპიცენტრში შესამჩნევია ადამიანის ქვევით მიმართული პროფილი რომელიც ძალიან ჰგავს კატალონიის სანაპიროზე მდებარე კრეუსის კონცხს.[2] ეს პროფილი სალვადორ დალიმ მოგვიანებით, მის მეტად ცნობილ ნახატში, რბილ საათებშიც დახატა. ქალის შიშველი ფიგურა, რომელიც თავს ზემოთაა, არის მასტურბაციის შთაგონება, თუ ნამუშევრის სათაურსაც გავითვალისწინებთ. ქალის პირი ეხება მამაკაცის სასქესო ორგანოს, რაც ფელაციის შთაბეჭდილებას ქმნის მნახველში. მამაკაცის ფიგურა სრულად არაა გამოსახული, ჩანს მისი მხოლოდ მისი ნაწილი, ტანს ქვევით, მუხლებამდე. ცენტრალური პროფილის ქვედა მხარეს შეიმჩნება სახეზე მჯდომარე კალია, რომელსაც დალი საკუთარ ნამუშევრებში ხშირად იყენებს, ასევე ის მრავლადაა ნახსენები მხატვრის ნაწერებში. ჭიანჭველების ჯგუფი (ეს არის სალვადორ დალის სექსუალური სიმორცხვის გამომსახველი ცნობილი ნიშანი) კალიას მუცელზე აზის, ისევე, როგორც სახეზე. ნახატის ფონზე თავს იჩენენ ახალი, განსხვავებული ფიგურები. მათ შორისაა კვერცხი (ძირითადად გამოყენებულია, როგორც ) და სხვა მსგავსი საგნები. პეიზაჟზე გამოსახული ორი ადამიანის ფიგურა ისეა დახატული, რომ მათი ჩრდილები გრძელ ფორმას იღებენ, როდესაც დანარჩენი პერსონაჟები პერიფერიებშია განთავსებული. ცენტრალური ფიგურის თავზე შეიმჩნევა ორი ქვა და ქოთანში მოთავსებული კაქტუსი. ქოთანი ერთ-ერთ ქვაზეა მოთავსებული (ნახატზე ეს პარადოქსულადააა ნაჩვენები) და მასზე მეორე ქვა დევს, ეს სამი საგანი წონასწორობაში მეტად არარეალურადაა გამოსახული. მსგავსი სტილი, რომლითაც სალვადორ დალი ცდილობს რეალობას გაექცეს, მრავლადაა გამოყენებული მხატვრის ნამუშევრებში.

ინტერპრეტაცია

რედაქტირება
 
ჰიერონიმუს ბოსხის სექციიდან ნამუშევარი ტკბობის ბაღი ინსპირირებულია სალვადორ დალის ნახატიდან „დიდი მასტურბატორი“.

ნამუშევრის შექმნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გახდა ის პრობლემები, რომლებიც დალის სქესობრივ ცხევრებას ეხებოდა. დალის ბავშვობაში მამამისმა დაუტოვა წიგნი რომელშიც მრავლად იყო უსიამოვნო ფოტოები, თუ როგორ იტანჯებოდა ხალხი ვენერიული დაავადებებისგან, რათა გაენათლებინა შვილი. ისედაც დაავადებული დალი ამ ფოტოების ნახვის შემდეგ განსაკუთრეებით შეშინდა და ფსიქოლოგიურ ტრამვამდეც მივიდა, მისი ბავშვობა სექსუალურა თემებმა და გამუდმებულმა შიშმა დაამახინჯა.[3]

 
„ამ პრივილეგირებულ ადგილას, რეალობა და უცნაური საგნები თითქმის ერთიანობაში მოდის. ჩემი მისტიური სამოთხე იწყება ემპორდას პლანტაციებში, ის გარშემორტყმულია ალბერეს მთებით და კადაქეს ნავსადგურამდეა გაჭრილი. ეს მიწა ჩემი მუდმივი სამოთხეა. ეს არის ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, სადაც მე სიყვარულს ვგრძნობ. როდესაც დავხატე კლდე, რომელსაც დიადი მასტურბაცია ვუწოდე, მე უბრალოდ გამოვსახე ჩემი სამეფოს ერთ ერთი ულამაზესი ადგილი, და ეს ნახატი უბრალოდ ჰიმნი და ერთ-ერთი ძვირფასი ქვაა ჩემს გვირგვინში.“

შედარებები კეთდება სალვადორ დალის ნამუშევარსა და ჰიერონიმუს ბოსხის ნახატ ტკბობის ბაღს შორის. დიდი მასტურბატორი მეტად ჰგავს მის მის მარჯვენა ნახატს, რომელზეც გამოსახულია ბაღის მარცხენა განყოფილება, სადაც ბუჩქები და პატარა ცხოველები არიან ნაჩვენები დიდი ცხვირებითა და წამწამებით.[4]

დალი ნამუშევარს პირად კოლექციაში ინახავდა, დალის თეატრსა და მუზეუმში, ფიგერასში, სიკვდილის წინ კი ის გადასცა ესპანეთის ეროვნულ კოლექციას, მას შემდეგ რაც ის მადრიდის მუზეუმიდან წამოიღეს.[5]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://www.salvador-dali.org/en/artwork/catalogue-raisonne-paintings/obra/235/face-of-the-great-masturbator
  2. Ian Gibson, "The Shameful Life of Salvador Dalí", W.W. Norton & Company, 1987. ISBN 0-393-04624-9. Page 71, pages 256 - 257, plate XIV
  3. Edward Rubin "The Great Masturbator In Retrospect: Salvador Dalí at the Philadelphia Museum of Art" NY Arts Magazine [1] დაარქივებული 2011-07-26 საიტზე Wayback Machine.
  4. Félix Fanès: Salvador Dalí. The Construction of the Image 1925–1930. Yale University Press 2007, ISBN 978-0-300-09179-3, p. 74
  5. Busquets, Jordi; Navarro Arisa, J.J.. El legado de Dalí se divide en dos bloques, con 56 obras para Madrid y 134 a repartir en Cataluña Spanish. El País (30 January 1990). ციტირების თარიღი: 29 March 2012.