ფელაცია
ფელაცია ან მინეტი (ლათ. fello — წოვა; ფრანგ. minette — ფისუნია) — ორალური სექსის კრებითი სახელი, როდესაც მამაკაცის სასქესო ორგანო პასიურად აღიგზნება მიმღები პარტნიორის პირით, ენით, კბილებით ან ყელით ან პარტნიორის გარეშე მის მიერვე (იხ. ავტოფელაცია).[1][2] სათესლის პარკის ორალური აღგზნება შეიძლება აღინიშნოს ასევე ტერმინ ფელაციით[3][4] ან „ტიბეგინგით“ (Teabagging).[5]
ფელაცია შესაძლებელია მამაკაცისთვისაც და ქალისთვისაც სექსუალური აღგზნების გამომწვევი იყოს, და შეიძლება მამაკაცის ორგაზმითა და სპერმის ეაკულაციით დამთავრდეს.[1][2] მამაკაცის მიმართ მისი განხორციელება შესაძლებელია ორივე სქესის პარტნიორის მხრიდან, როგორც პრელუდია სხვა სექსუალურ აქტივობებამდე (როგორებიცაა ვაგინალური ან ანალური აქტები) სექსუალური აღგზნების გამოსაწვევად,[1][6] ან როგორც თავისთავად ეროტიკული და ფიზიკური ინტიმური აქტი.[1][2] ისევე როგორც სექსუალური აქტივობის უმეტესი ფორმა, ორალური სექსიც შესაძლებელია რისკიანი იყოს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისთვის. თუმცა, ინფექციის, განსაკუთრებით აივ-ის, გადადების რისკი ორალური სექსის შემთხვევაში, საგრძნობლად დაბალია ვიდრე ვაგინალური ან ანალური სექსის დროს.[7][8][9]
ორალური სექსი ხშირად განიხილება როგორც ტაბუ,[1] მაგრამ ქვეყნების უმრავლესობას არ აქვს კანონი მის განხორციელებას რომ კრძალავდეს. ზოგადად, ადამიანები ფელაციას ან ორალური სექსის სხვა ფორმებს ორივე პარტნიორის „უმანკობაზე“ ზემოქმედად არ მიიჩნევენ, თუმცა მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით შეიძლება განსხვავდებოდეს.[10][11][12][13] ადამიანებს ასევე შეიძლება ნეგატიური გრძნობები ან სექსუალური კომპლექსი ჰქონდეთ ორალური სექსის „გაცემისას“ ან „მიღებისას“, ან შეიძლება უარი განაცხადონ მასში მონაწილეობაზე.[1]
ფელაციის აქტი, ადამიანების გარდა, აღინიშნება პრიმატებში და ხელფრთიანებში.[14]
ეტიმოლოგია
რედაქტირებასიტყვა ფელაცია ლათინური fellātus-დან მოდის, იგი ლათინური ზმნა fellāre-ს ნამყოს მიმღეობაა, რომელიც წოვას ნიშნავს.
ამ ლათინური ფესვიდან სხვა მსგავსი შინაარსის სიტყვებიც წარმოიშვა. ადამიანი რომელიც ფელაციას ახორციელებს წარმოადგენს ფელატორს (fellator), თუმცა ლათინური ენის გენდერული ბრუნვის გამო, ეს სიტყვა შეიძლება მამრობითი სქესის აქტორის აღმნიშვნელად მიიჩნიონ. იგივე ტერმინი მდედრობითი სქესის აქტორის აღსანოშნავად არის ფელატრიქსი (fellatrix).
ცხოველებში
რედაქტირებახილიჭამია ღამურა, Cynopterus sphinx, შერწყმის დროს ფელაციის განხორციელებაში იქნა შემჩნეული. ღამურების წყვილს შერწყმა უფრო დიდხანს გამოსდით, როდესაც მდედრი ღამურა ფელაციას აკეთებს ვიდრე მისი არ გაკეთების შემთხვევაში.[15][16]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Janell L. Carroll (2009). Sexuality Now: Embracing Diversity. Cengage Learning, გვ. 265-267. ISBN 978-0-495-60274-3. ციტირების თარიღი: August 29, 2013.
- ↑ 2.0 2.1 2.2 (2008) Psychology Applied to Modern Life: Adjustment in the 21st century. Cengage Learning, გვ. 422. ISBN 978-0-495-55339-7. ციტირების თარიღი: February 26, 2011.
- ↑ (2005) Comprehensive Textbook of Sexual Medicine. Jaypee Brothers Publishers, გვ. 106. ISBN 8180614050. ციტირების თარიღი: September 12, 2013. [მკვდარი ბმული]
- ↑ (2010) Our Sexuality. Cengage Learning, გვ. 241. ISBN 0495812943. ციტირების თარიღი: September 12, 2013. „Fellatio (fuh-LAY-shee-oh) is oral stimulation of the penis and scrotum.“
- ↑ (2007) Sex Slang. Psychology Press, გვ. 180. ISBN 0203935772. ციტირების თარიღი: September 12, 2013.
- ↑ What is oral sex?. NHS Choices. NHS (2009-01-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-20. ციტირების თარიღი: 2014-05-13.
- ↑ Global strategy for the prevention and control of sexually transmitted infections: 2006–2015. Breaking the chain of transmission. World Health Organization (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 23, 2014. ციტირების თარიღი: November 26, 2011.
- ↑ Dianne Hales (2008). An Invitation to Health Brief 2010-2011. Cengage Learning, გვ. 269-271. ISBN 0495391921. ციტირების თარიღი: August 29, 2013.
- ↑ (2011) New Dimensions in Women's Health. Jones & Bartlett Publishers, გვ. 211. ISBN 1449683754. ციტირების თარიღი: August 29, 2013.
- ↑ See here and pages 47-49 for male virginity, how gay and lesbian individuals define virginity loss, and for how the majority of researchers and heterosexuals define virginity loss/"technical virginity" by whether or not a person has engaged in vaginal sex. Laura M. Carpenter (2005). Virginity lost: An Intimate Portrait of First Sexual Experiences. NYU Press, გვ. 295 pages. ISBN 0-8147-1652-0. ციტირების თარიღი: October 9, 2011.
- ↑ (2010) The Marriage and Family Experience: Intimate Relationship in a Changing Society. Cengage Learning, გვ. 186. ISBN 0-534-62425-1. ციტირების თარიღი: October 8, 2011. „Most people agree that we maintain virginity as long as we refrain from sexual (vaginal) intercourse. ...But occasionally we hear people speak of 'technical virginity' ... Other research, especially research looking into virginity loss, reports that 35% of virgins, defined as people who have never engaged in vaginal intercourse, have nonetheless engaged in one or more other forms of heterosexual activity (e.g. oral sex, anal sex, or mutual masturbation). ... Data indicate that 'a very significant proportion of teens ha[ve] had experience with oral sex, even if they haven't had sexual intercourse, and may think of themselves as virgins'.“
- ↑ Sonya S. Brady, PhD and Bonnie L. Halpern-Felsher, PhD (2007). „Adolescents' Reported Consequences of Having Oral Sex Versus Vaginal Sex“. Pediatrics. 119 (2): 229–236. doi:10.1542/peds.2006-1727. PMID 17272611.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
- ↑ Joseph Gross, Michael (2003). Like a Virgin. The Advocate/Here Publishing, გვ. 44-45. 0001-8996. ციტირების თარიღი: 2011-03-13.
- ↑ Шнобелевка-2010: бактерии в соплях китов и бородах учёных. Membrana (1 октября 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2010-10-01.
- ↑ 15.0 15.1 Tan, Min; Gareth Jones; Guangjian Zhu; Jianping Ye; Tiyu Hong; Shanyi Zhou; Shuyi Zhang; Libiao Zhang (October 28, 2009). Hosken, David (ed.). „Fellatio by Fruit Bats Prolongs Copulation Time“. PLOS ONE. 4 (10): e7595. Bibcode:2009PLoSO...4.7595T. doi:10.1371/journal.pone.0007595. PMC 2762080. PMID 19862320. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 10, 2014. ციტირების თარიღი: October 28, 2009.
- ↑ Fellatio keeps male fruit bats keen - life - 29 October 2009 - New Scientist. www.newscientist.com. ციტირების თარიღი: 2009-10-31.