კატა (Felis) — მტაცებელი ძუძუმწოვრების გვარი კატისებრთა ოჯახისა. ტანად პატარა ცხოველებია. აქვთ ვერტიკალური გუგა, ჩამალული ბრჭყალები.

კატა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  კატისებრნი
გვარი:  კატა
ლათინური სახელი
Felis
სახეობები
გავრცელება

გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში, ავსტრალიისა და მადაგასკარის გარდა. კატა აერთიანებს 29 სახეობას, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 4. იკვებებიან წვრილი ხერხემლიანებით, ზოგჯერ თავს ესხმიან ირემსაც. ერთგვარ ზიანს აყენებენ სანადირო მეურნეობას და მესაქონლეობას.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კატა&oldid=4492536“-დან