ველის კატა
ველის კატა (ლათ. Felis lybica) — მცირე ზომის ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია აფრიკისა და აზიის ტყიან და ღია ადგილებში. საქართველოში ნაპოვნია ბორჯომთან, სოფელ გომნაში.
ველის კატა | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Felis lybica (Forster, 1780) | |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 131299383 | |||||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||||
|
სავარაუდოდ პირველი მოშინაურებული კატაა, რომელიც თანამედროვე შინაურ კატაზე დიდი და ძლიერია. დედალს უფრო ღია ბეწვი აქვს, რომელიც ფერად ღია ყავისფერი ან ნარინჯისფერ-ყავისფერია; გასდევს ვიწრო მუქი ზოლები. 40-სანტიმეტრიანი კუდის ჩაუთვლელად, ცხოველის სხეულის სიგრძე 70 სმ-ია, სიმაღლე მინდაოში საშუალოდ 23 სმ-ია, მასა 3,5 კგ-მდეა. ძირითადად იკვებება ფრინველებითა და მცირე ზომის ძუძუმწოვრებით; ნადირობს ღამით, მარტო. შეჯვარება, როგორც წესი, წლის დასაწყისში ახასიათებს, მაკეობა 56 დღემდე გრძელდება, შობს 2–5 ნაშიერს.[1]
ტაქსონომია
რედაქტირებაზოგიერთი წყაროს მიხედვით, არის ტყის კატის (Felis silvestris) ქვესახეობა.[1][2]
2017 წლის კვლევების თანახმად, მოიცავს სამ ქვესახეობას:[3]
- F. l. lybica — ნომინალური ქვესახეობა; ჩრდილოეთი აფრიკა, სინაი;
- სამხრეთული ველის კატა (F. l. cafra) — სამხრეთი აფრიკა;
- აზიური ველის კატა (F. l. ornata) — აზია.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 African wildcat. Encyclopedia Britannica (12 ოქტომბერი, 2018). ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2021
- ↑ Yamaguchi, N.; Kitchener, A.; Driscoll, C. & Nussberger, B. (2015). „Felis silvestris“. IUCN Red List of Threatened Species. 2015: e.T60354712A50652361. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Kitchener, A. C.; Breitenmoser-Würsten, C.; Eizirik, E.; Gentry, A.; Werdelin, L.; Wilting, A.; Yamaguchi, N.; Abramov, A. V.; Christiansen, P.; Driscoll, C.; Duckworth, J. W.; Johnson, W.; Luo, S.-J.; Meijaard, E.; O’Donoghue, P.; Sanderson, J.; Seymour, K.; Bruford, M.; Groves, C.; Hoffmann, M.; Nowell, K.; Timmons, Z.; Tobe, S. (2017). „A revised taxonomy of the Felidae: The final report of the Cat Classification Task Force of the IUCN Cat Specialist Group“ (PDF). Cat News (Special Issue 11): 17−20.