ქორდიანები (Chordata) — მეორეულღრუიანი ცხოველების უმაღლესი ტიპი. მათ განეკუთვნებიან გარსიანები, უქალოები, ხერხემლიანები. ქორდიანებისთვის დამახასიათებელია ქორდა, ზურგის ნერვული მილი და ლაყუჩის ნაპრალები. ქორდიანების ერთ ნაწილს ქორდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში აქვს, ზოგს კი — განვითარების ადრეულ პერიოდში. ხერხემლიანების ზურგის ნერვული მილის წინა ნაწილი ქმნის თავის ტვინს, მოზრდილ ასციდიებში კი ნერვულ მილს ნერვული განგლიონი ცვლის. ლაყუჩის ნაპრალები ხმელეთის ქორდიანებს მხოლოდ ლარვის ან განვითარების ადრეულ საფეხურებზე გააჩნიათ, ხოლო წყლის ფორმებს — მთელი სიცოცხლის მანძილზე. ქორდიანებს ახასიათებთ მეტამერია, რაც კარგად აქვთ გამოხატული უქალოებსა და ხერხემლიანებს მათი ჩანასახოვანი განვითარების პერიოდში.

ქორდიანები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ლათინური სახელი
Chordata
ქვეტიპები

ლიტერატურა რედაქტირება