უქალოები (ლათ. Acrania) — უმდაბლესი ქორდიანების ქვეტიპი. სხეულის თვის ნაწილი არ აქვთ გამოყოფილი, არ გააჩნიათ ქალა (აქედან წარმოდგება სახელწოდება); მთელი სხეული, ზოგიერთი შინაგანი ორგანო, გამომყოფი სისტემა და სასქესო ჯირკვლები სეგმენტებადაა დაყოფილი. გრძნობის ორგანოები პრიმიტიულია (აქვთ მხოლოდ მგრძნობიარე უჯრედები). გული არ აქვთ. ქვეტიპში 2 ოჯახია. Branchiostomadae აერთიანებს 19 სახეობას, რომელთაგან ყველაზე მეტად ცნობილია ამფიოქსუსი, ხოლო ოჯახი Amphioxididae — 3 სახეობას. უქალოები ოკეანეების ეკვატორული ზონის სიზრქეში ბინადრობენ.