ხერხემლიანები, ქალიანები (ლათ. Vertebrata ან Craniota) — ცხოველების ქვეტიპი ქორდიანების ტიპისა. ხერხემლიანების როგორც სხეულის აგებულება, ისე ფიზიოლოგიური მოქმედება განვითარების მაღალ დონეზეა. სხეული დაფარული აქვთ კანით, რომელიც უშუალო კონტაქტშია გარემოს ფაქტორთან,მონაწილეობს აირთა ცვლაში, ორგანოებიდან ნივთიერებათა დაშლის პროდუქტების გამოყოფაში. კანის წარმონაქმნებია ქერცლი, ბუმბული, თმა (და მისი სახეცვლილებანი), ბრჭყალები, ჩლიქები, ფრძხილები, რქები და სხვა. კანში ბევრია ლორწოს გამომყოფი, სპეციფიკური თებოს, ოფლისა და სხვა ჯირკვალი. კანის ძირითად ნაწილს შეადგენს ეპიდერმისის ქვეშ მდებარე კორიუმი. კუნთოვანი სისტემა მძლავრი და დიფერენცირებულია.

ხერხემლიანები
თინუსი (Thunnus thynnus)
თინუსი (Thunnus thynnus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Vertebrata

ხერხემლიანებს აქვთ სამი ტიპის ჩონჩხი: შემაერთებელქსოვილოვანი, ხრტილოვანი და ძვლოვანი. ჩონჩხი შედგება ხერხემლის, ქალას, კიდურების სარტყლებისა და თავისუფალი კიდურების ჩონჩხისაგან. გამოყოფილია ხერხემლის განყოფილებები: კისრის, მკერდის, წყლის, გავის და კუდისა. ზოგს ესა თუ ის განყოფილება არ გააჩნია. მალათა როგორც აგებულება, ისე რაოდენობა განსხვავებულია კლასების მიხედვით. ქალა შედგება ტვინის ქალას და სახის ქალასაგან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯანაშვილი ა., ქსე, ტ. 11, გვ. 472, თბ., 1987