ტაბუ — რაიმე ქმედების კატეგორიული აკრძალვა იმ მოტივით, რომ მსგავსი მოქმედება გამოიწვევს დაწყევლას ან მოყვება არა მიწიერი ძალების სასჯელი.[1][2] მსგავსი შეხედულებები არსებობს ყველა საზოგადოებაში.[1] მოქმედება შეიძლება არ იყოს მხოლოდ კონკრეტული, ტერმინი ვრცელდება საზოგადოების შიგნით არსებულ მორალურ შეზღუდვებზეც. ტაბუს დამსხვრევა - აღნიშნავს საზოგადოებაში არსებული შეხედულებების წინააღმდეგ წასვლას.

ტერმინი წარმოშობილია ფიჯური სიტყვა ტაბუ-დან ან ტონგური და მაორის სიტყვა ტაპუ-დან. ევროპაში 1777 წელს ტონგაზე მოგზაურობიდან დაბრუნებულმა ინგლისელმა მოგზაურმა ჯეიმზ კუკმა შეიტანა. ტონგელების ქცევის აღწერისას ის წერდა:

ვიკიციტატა
„როდესაც რაღაცის ჭამა ან გაკეთება აკრძალულია ისინი ამბობენ, რომ ეს არის ტაბუ.“

[3]

ტაბუ, როგორც მოვლენა აღმოცენდა პირველყოფილი საზოგადოების ჩამოყალიბების ხანაში. ის გაჩნდა ინსტიქტურად, სტიქიურად და ხელს უწყობდა ინდივიდის გარდაქმნას საზოგადოების წევრად. ტაბუმ ხელი შეუწყო ეგზოგამიის ჩამოყალიბებას და განმტკიცებას. ტაბუ ყოველთვის აკრძალვის სახით გამოიხატება, თუმცა ყოველგვარი აკრძალვა ტაბუ არ არის. ტაბუს დაცვას განაპირობებს არა სასჯელის შიში, არამედ მისი დაცვის აუცილებლობა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • სურგულაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 636.
  • კუკი, ჯეიმზ; King, James (1821). A voyage to the Pacific Ocean: undertaken by command of His Majesty, for making discoveries in the Northern Hemisphere : performed under the direction of Captains Cook, Clerke, and Gore : in the years 1776, 1777, 1778, 1779, and 1780 : being a copious, comprehensive, and satisfactory abridgement of the voyage.  Printed for Champante and Whitrow ... and M. Watson; 1793.
  • კუკი, ჯეიმზ (1728–1779). „The Three Voyages of Captain James Cook Round the World“. 5. London: A&E Spottiswoode. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica Online. "Taboo." Encyclopædia Britannica Inc., 2012. Accessed 21 Mar. 2012
  2. Merriam-Webster's Online Dictionary, 11th Edition. "Taboo."
  3. 462
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტაბუ&oldid=4133176“-დან