მორალიზმი
მორალიზმი მორალის ფილოსოფიაა. რელიგიური ფუნდამენტალიზმისგან განსხვავებით, მორალისტი რელიგიურ დოქტრინებს არ მიჰყვება, არამედ მისაღები პირობებისა და მოქმედებების ჩარჩოებს ადგენს გარკვეული უნივერსალური ჰუმანისტური ეთიკის მიხედვით.
მერიამ-ვებსტერის სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონის თანახმად მორალიზმი მორალის კითხვის, ”ჭკუის სწავლების” ჩვევაა, ადამიანის ქმედების რაიმე საყოველთაოდ მიღებული ნორმების ჩარჩოებში მოქცევის მცდელობაა, როგორც წესი, გაზვიადებული მნიშვნელობით (განსაკუთრებით პოლიტიკაში).