ორგაზმი
ნეტარყუჩობა ან ორგაზმი, სექსუალური კლიმაქსი (ძვ. ბერძნ. ὀργασμός; ὀργάω — სითხეთი ვიწვი ვნებისაგან) — სქესობრივი აქტის კულმინაციური ფაზა, უკიდურესი აგზნება, რასაც მოყვება ნერვული დაცლა. ის შეიძლება გამოცდილი იყოს როგორც მამაკაცის, ასევე, ქალის მიერ. გამოიხატება მამაკაცის მიერ თესლის ეაკულაციაში. განასხვავებენ ქალის შემდეგი სახის ორგაზმებს: კლიტორულს, ვაგინალურს და შერეულს (კლიტორულ-ვაგინალურს).[1] ორგაზმი გამოხატულია ინტენსიური ფიზიკური სიამოვნების[2][3] შედეგად, ის კონტროლდება უნებლიეთ ან განზრახ ნერვული სისტემის მიერ. მას თან ახლავს მცირე მენჯის კუნთების შეკუმშვა, რომელიც ძირითადი სექსუალური ორგანოების გარშემოა. ხშირად ორგაზმი ასოცირებულია სხვა უნებლიე მოქმედებებთან, მათ შორის სხეულის სხვა ადგილებში კუნთების სპაზმებთან, ზოგად ეიფორიულ შეგრძნებებთან და ასევე, ხშირად ხმასთან, ხმის ჟღერადობასთან — ე. წ. ვოკალიზაციასთან.
ორგაზმის მიღწევა
რედაქტირებაორგაზმის მიღწევა მრავალი სხვადასხვა აქტივობითაა შესაძლებელი, მათ შორის ვაგინალური, ანალური ან ორალური სექსით, არაპენეტრაციული სექსით ან მასტურბაციით, ასევე სექს-სათამაშოს, მაგალითად, ვიბრატორის ან ეროტიკული ელექტროსტიმულაციის, დახმარებით. ძუძუსთავების ან სხვა ეროგენული ზონების სტიმულაციით ორგაზმის მიღწევა უფრო იშვიათია.[4] შესაძლებელია ასევე მრავალჯერადი ორგაზმების მიღწევა, განსაკუთრებით ქალებში, თუმცა ეს მოვლენაც საკმაოდ იშვიათია.[5] მრავალჯერადი ორგაზმები არის ორგაზმები, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით დროის მოკლე მონაკვეთში დგება.[5]
ფიზიკურ სტიმულაციასთან ერთად ორგაზმის მიღწევა ასევე შესაძლებელია მხოლოდ ფსიქოლოგიური აღგზნებითაც, მაგალითად, სიზმარში (ე.წ. „სველი სიზმარი“ კაცებსა და ქალებში)[6].
კაცები
რედაქტირებაკაცებში ორგაზმის მიღწევის ყველაზე გავრცელებული გზაა პენისის ფიზიკური სექსუალური სტიმულაცია. ამას, ჩვეულებრივ, მოსდევს ეაკულაცია, თუმცა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება კაცმა ორგაზმს ეაკულაციის გარეშეც მიაღწიოს (ე.წ. „მშრალი ორგაზმი“).[5] გარდატეხის ასაკს მიუღწეველ ბიჭებს მშრალი ორგაზმები აქვთ.[7] კაცებს ორგაზმის მიღწევა ასევე შეუძლიათ პროსტატის სტიმულაციით.[8]
ქალები
რედაქტირებაქალებში ორგაზმის მიღწევის ყველაზე გავრცელებული გზაა კლიტორის პირდაპირი სექსუალური სტიმულაცია (მაგალითად, განგრძობითი მასტურბაცია, თითაობა, ორალური ან სხვა ფორმის შეხებითი სტიმულაცია კლიტორის გარე ნაწილზე). ზოგადი სტატისტიკა მეტყველებს, რომ ქალების 70-80%-ს ორგაზმის მისაღწევად სჭირდება პირდაპირი კლიტორული სტიმულაცია,[9] თუმცა ზოგჯერ არაპირდაპირი კლიტორული სტიმულაციაც (მაგალითად, ვაგინალური პენეტრაციისას) საკმარისია.[10]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ორგაზმი — სამედიცინო ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი
- ↑ Orgasm. Health.discovery.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 აპრილი 2010. ციტირების თარიღი: 21 April 2010.
- ↑ What Every Woman Needs to Know About Sexual Satisfaction – Marriage. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-11-23. ციტირების თარიღი: 2010-09-23.
- ↑ Boston Women's Health Book Collective (1996). The New Our Bodies, Ourselves: A Book by and for Women. Simon & Schuster, გვ. 575. ISBN 978-0684823522. „A few women can even experience orgasm from breast stimulation alone.“
- ↑ 5.0 5.1 5.2 (2010) Our Sexuality. Cengage Learning, გვ. 175–176. ISBN 978-0495812944.
- ↑ Komisaruk BR, Whipple B (2005). „Functional MRI of the brain during orgasm in women“. Annual Review of Sex Research. 16: 62–86. CiteSeerX 10.1.1.177.782. PMID 16913288.
- ↑ (2012) Sexuality Now: Embracing Diversity. Cengage Learning, გვ. 147. ISBN 978-1111835811.
- ↑ Wibowo, Erik; Wassersug, Richard J. (2016). „Multiple Orgasms in Men—What We Know So Far“. Sexual Medicine Reviews. 4 (2): 136–148. doi:10.1016/j.sxmr.2015.12.004. ISSN 2050-0521. PMID 27872023. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 11, 2017.
- ↑ Kammerer-Doak, Dorothy; Rogers, Rebecca G. (June 2008). „Female Sexual Function and Dysfunction“. Obstetrics and Gynecology Clinics of North America. 35 (2): 169–183. doi:10.1016/j.ogc.2008.03.006. PMID 18486835. ციტატა: „Most women report the inability to achieve orgasm with vaginal intercourse and require direct clitoral stimulation ... About 20% have coital climaxes...“
- ↑ Elisabeth Anne Lloyd (2005). The Case of the Female Orgasm: Bias In the Science of Evolution. Harvard University Press, გვ. 53. ISBN 978-0-674-01706-1.