კლიტორი, იგივე სავნებო — ქალის სასქესო ორგანო, რომელიც გვხვდება ძუძუმწოვრებში, სირაქლემებსა და სხვა ცხოველებში. ადამიანებში, კლიტორის ხილული ნაწილი — კლიტორის თავი — მცირე სასქესო ბაგეების (ე.წ. „ლაბია მინორას“) შეერთების ადგილას მდებარეობს, შარდსადენის ზემოთ. სახეობათა უმეტესობაში კლიტორს არ აქვს არავითარი რეპროდუქციული ფუნქცია.

(1) კლიტორის ჩუჩა და (2) კლიტორის თავი

ადამიანებში კლიტორი ქალის ყველაზე მგრძნობიარე ეროგენული ზონაა და, როგორც წესი, მთავარი ანატომიური წყარო სექსუალური სიამოვნებისთვის.[1] კლიტორი საკმაოდ კომპლექსური სტრუქტურაა და მისი ზომა და მგრძნობალობა სხვადასხვაგვარია. ადამიანის კლიტორის თავი დაახლოებით ბარდის ზომისა და ფორმისაა და 8000-მდე სენსორულ ნერვულ დაბოლოებას შეიცავს.[2]

კლიტორის გარშემო არაერთი სექსოლოგიური, სამედიცინო და ფსიქოლოგიური დებატი მიმდინარეობს[3] და ის სოციალური კონსტრუქციონიზმის მრავალი ანალიზისა და კვლევის საგანი გამხდარა.[4] ასეთ განხილვებს შორისაა ანატომიური სიზუსტე, გენდერული თანასწორობა, ქალის გენიტალიის დასახიჩრება, ასევე ორგაზმთან დაკავშირებული ფაქტორები და მათი ფიზიოლოგიური კავშირი G წერტილთან.[5] ადამიანებში კლიტორის ერთადერთი ჩვენთვის ცნობილი დანიშნულება სექსუალური სიამოვნების მინიჭებაა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება