რბილი საათები ესპანელი მხატვრის, სალვადორ დალის ცნობილი ნამუშევარი, რომელიც შექმნილია 1931 წელს. ინახება მომა მუზეუმში, ნიუ-იორკი, აშშ.

დალის ნახატის მიხედვით შექმნილი სკულპტურა

სიურრეალისტურ ნამუშევრებში სავარაუდოდ ყველაზე ცნობილი ნაწარმოების, „რბილი საათების“ თემა დროა. ამ მუდმივწარმავალი, მარადიული ცნების აღსანიშნად სალვადორ დალი დამდნარ ჯიბის საათებს იყენებს. ერთ-ერთ საათზე აღოღებული ჭიანჭველები სიკვდილისა და გახრწნის სიმბოლოებია, კლდის ქარაფები და ლოდები (რომლებიც დალის მშობლიური კატალონიის პეიზაჟია) ცხოვრების მძიმე რეალობას განასახიერებს, იქვე დაგდებული უზარმაზარი, საზარელი სახე კი თავად მხატვრის პროფილია.

სალვადორ დალიმ შეგნებულად გადმოსცა ეს ფანტასტიკური სცენა გასაოცარი სიზუსტითა და სიცხადით. ის თავის ნამუშევრებს სიზმრის ხელით დახატულ ფოტოებს უწოდებდა, თუმცა, არასდროს ხსნიდა მათ რეალურ შინაარსს. როდესაც ერთხელ სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა, მან უპასუხა, სინამდვილეში ეს კამამბერის ყველია, რომელიც მზეზე დნება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თ. ჯაფარიძე, მხატვრობა — ილუსტრირებული ისტორია თბ. 2014