თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი)
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (Museum of Modern Art - MoMA) მდებარეობს მიდთაუნ მანჰეტენზე, ნიუ-იორკში. მუზეუმი ხშირად მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის მოპაექრედ განიხილება.
მომა თავდაპირველად დააპროექტა მოდერნისტმა არქიტექტორმა ედვარდ დურელ სტოუნმა და პირველად დამთვალიერებელთათვის გაიხსნა 1929 წლის 7 ნოემბერს. ითვლება რა თანამედროვე ხელოვნების ნიმუშთა საუკეთესო კოლექციად მსოფლიოში, მის მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება:
- ვინსენტ ვან გოგის “ვარსკვლავებიანი ღამე”,
- პაბლო პიკასოს “ავინიონის დიაცები”
- სალვადორ დალის “მეხსიერების ჟინიანობა”,
- პიტ მონდრიანის “ბროდვეის ბუგი-ვუგი”,
- კლოდ მონეს “წყლის ლილიების” ტრიპტიხი
- ანრი მატისის “ცეკვა”
- პოლ სეზანის “მობანავე”
- ფრიდა კალოს “ავტო-პორტრეტი მოკვეცილი თმით”
აქვე ასევე იხილავთ წამყვანი ამერიკელი მხატვრების ჯექსონ პოლოკის, ჯასპერ ჯონსის, ედვარდ ჰოპერის, ენდი უორჰოლის, ჩაკ კლოზის და რალფ ბეკშის ნამუშევრებს. მომას მსოფლიოში სახელგანთქმული მხატრვული ფოტოგრაფიის კოლექცია აქვს. აქვეა ასევე მნიშვნელოვანი დიზაინის კოლქეციები, მათ შორის პოლ ლასცლოს ნამუშევრები.
მომას მიდთაუნის შენობამ მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია განიცადა 21-ე საუკუნის დასაწყისში. დაიხურა რა 2002 წლის 21 მაისს, 2004 წლის 20 ნოემბერს გაიხსნა იაპონელი არქიტექტორის იოშიო ტანიგუჩის განახლებული პროექტით. ამ პერიოდში მომას კოლექციის ნაწილი გამოფენილი იყო ყოფილ ჭიკარტების ქარხანაში ლონგ-აილენდ სიტიში, ქუინსში. მომას ხელახალ გახსნას მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა შესვლის ფასის $12-დან $20-მდე გაზრდის გამო. ამგვარად მომა ნიუ-იორკში ყველაზე ძვირი მუზეუმია, თუმცა პარასკევს ნაშუადღევს 4 სთ-ის შემდეგ “გადაიხადეთ რამდენიც გსურთ” პოლიტიკა მოქმედებს და შესაძლებელია უფასოდ მოხვედრაც თუ რიგმა დღის ბოლომდე მოგიწიათ.
აქ გამოფენილ ზოგიერთ ნამუშევართა გალერეა
რედაქტირება-
ანრი რუსო, „მძინარე ბოშა“, 1897
-
პოლ გოგენი, „არეოის თესლი“, 1892
-
პიტ მონდრიანი, „ბროდვეის ბუგი ვუგი“, 1942–1943
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი.
- მოდერნი: მომა დაარქივებული 2006-05-15 საიტზე Wayback Machine. .