ენდი უორჰოლი
ენდი უორჰოლი (ინგლ. Andy Warhol; დ. 6 აგვისტო, 1928 — გ. 22 თებერვალი, 1987) — ამერიკელი მხატვარი, ავანგარდისტი კინოხელოვანი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ასევე მოღვაწეობდა როგორც გამომცემელი, მუსიკის პროდიუსერი და მსახიობი. პოპ-არტის მიმდინარეობის ერთ-ერთი დამფუძნებელი აშშ-ში 1950-იან წლებში.
ენდი უორჰოლი | |
---|---|
Andy Warhol | |
უორჰოლი 1977 წელს | |
დაიბადა | 6 აგვისტო, 1928 |
დაბადების ადგილი | პიტსბურგი, პენსილვანია, აშშ |
გარდაიცვალა | 22 თებერვალი, 1987 (58 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ნიუ-იორკი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
სფერო | მხატვრობა, კინემატოგრაფია |
მომზადება | კარნეგი-მელონის უნივერსიტეტი |
მიმდინარეობა | პოპ-არტი |
ჟანრი | საპორტრეტო ფერწერა[1] [2] , ნატურმორტი[1] [2] და პორტრეტი[2] |
ცნობილი ნამუშევრები |
გოგონები ჩელსიდან (1966 წლის ფილმი) ფეთქებადი პლასტიკური გარდაუვალობა (1966 წლის აქცია) კემპბელის სუპის ქილები (1962 წლის ნახატი) |
საიტი | http://www.warhol.org |
ენდი უორჰოლი იყო პირველი მხატვარი, რომელმაც აღიარა ტრაფარეტული ბეჭდვის შემოქმედებითი პოტენციალი, რომელიც ადრე მხოლოდ სამრეწველო შეფუთვებზე გამოიყენებოდა.
უორჰოლი ყველაზე უკეთ ცნობილია მისი სავაჭრო პროდუქტების შეფუთვების გაფორმებით, ყოველდღიური ობიექტების, როგორიცაა კემპბელის სუპის ქილების, ყაყაჩოს ყვავილების გამოსახულებებით და ბანანით ჯგუფ ველვეტ ანდეგრაუნდის როკ-ალბომზე, ასევე XX საუკუნის პოპულარული ვარსკვლავების მერილინ მონროს, ელვის პრესლის, ჟაკლინ კენედის, ჯუდი გარლანდისა და ელისაბედ ტეილორი მისი სტილიზებული პორტრეტებით. უორჰოლის ეკუთვნის აგრეთვე ცნობილი სასმელის Coca-Cola-ს ეტიკეტის დიზაინი.
ხელოვნების სამყაროს გარეთ უორჰოლი ცნობილია ციტატით „მომავალში ყველა გახდება მსოფლიოში ცნობილი 15 წუთით“. მოგვიანებით რეპორტიორებს მან განუცხადა: „ჩემი ახალი ფრაზაა: თხუთმეტ წუთში ყველა ცნობილი გახდება“.
ენდი უორჰოლი არა მარტო თავისი ნახატებით და ფილმებით არის ცნობილი, არამედ თავისი სტუდიით „Factory“, რომელიც ნიუ-იორკის ბომონდის თავშეყრის ადგილი და 70-იანი წლების ცხოვრების სტილის განსახიერება გახდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თვითმარქვია&გენიოსი დაარქივებული 2012-02-19 საიტზე Wayback Machine.