ჯუდი გარლანდი (ინგლ. Judy Garland; დაბადებით ფრანსის ეთელ გამი, ინგლ. Frances Ethel Gumm; დ. 10 ივნისი, 1922 — გ. 22 ივნისი, 1969) — ამერიკელი კინომსახიობი და მომღერალი, უკეთ ცნობილი დოროთი გეილის როლით კინოფილმში „ოზის ჯადოქარი“.

ჯუდი გარლანდი
დაბადების სახელი ფრანსის ეთელ გამი
დაბადების თარიღი 10 ივნისი, 1922
გრანდ რაპიდსი, მინესოტა, აშშ
გარდაცვალების თარიღი 22 ივნისი, 1969 (47 წლის)
ჩელსი, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
მეუღლე(ები) ვინსენტ მინელი (1945-1951)
შვილ(ებ)ი ლაიზა მინელი (1946)
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი ქალი მიუზიკლსა ან კომედიაში

1954 — ვარსკვლავი დაიბადა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა მოხეტიალე მსახიობების ოჯახში. სცენაზე გამოსვლა ბავშვობიდან დაიწყო - სიმღერებს ტრიოში ასრულებდა საკუთარ დებთან ერთად. 13 წლის ასაკში პირველი გრძელვადიანი კონტრაქტი დადო კინოსტუდია მეტრო-გოლდუინ-მაიერთან. 19 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა დევიდ როუზს, თუმცა ოთხ წელიწადში დაშორდა. 1945 წელს რეჟისორ ვინსენტ მინელის გაჰყვა, ვისგანაც ეყოლა ქალიშვილი - ლაიზა მინელი, თუმცა 1951 წელს ეს ქორწინებაც დასრულდა. მესამედ გარლანდი 1952 წელს პროდიუსერ სინდი ლუფტს გაჰყვა ვისგანაც ქალ-ვაჟი შეეძინა. 1965 წელს კვლავ განქორწინდა. შემდეგ კიდევ ორჯერ იქორწინა - მარკ ჰერონზე (1965-66) და მიკი დინზე (1969). 1969 წლის 22 ივნისს მეუღლემ აბაზანაში მკვდარი იპოვა. გარდაცვალების მიზეზი ბარბიტურატებით დოზის შემთხვევითი გადაჭარბება იყო. დაკრძალულია ნიუ-იორკის ფერნკლიფის სასაფლაოზე.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1939 ოზის ჯადოქარი The Wizard of Oz დოროთი გეილი
1954 ვარსკვლავი დაიბადა A Star Is Born ვიკი ლესტერი
1956 პეპე Pepe საკუთარი თავი
1961 განაჩენი ნიურნბერგში Judgment at Nuremberg ირენ ჰოფმან ვალნერი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: