ლაიზა მეი მინელი (ინგლ. Liza May Minnelli; /ˈlzə mɪˈnɛli/; დ. 12 მარტი, 1946) — ამერიკელი მომღერალი და მსახიობი. ყველაზე მეტად ცნობილია 1972 წლის ფილმ „კაბარეში“ მონაწილეობით, სადაც მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. განთქმულია თავისი ენერგიული სასცენო შესრულებითა და ძლიერი კონტრალტოთი. ის ჯუდი გარლანდისა და ვინსენტ მინელის ქალიშვილია.[2]

ლაიზა მინელი

მინელი 1973 წელს
მშობლიური სახელი Liza Minnelli
დაბადების სახელი ლაიზა მეი მინელი
დაბადების თარიღი 12 მარტი, 1946 (1946-03-12) (78 წლის)
ჰოლივუდი, კალიფორნია, აშშ
რეზიდენცია ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი სკოლა,
ჩედვიკის სკოლა[1]
საქმიანობა
აქტიური 1949-დღემდე
მეუღლე(ები) პიტერ ალენი (იქ. 1967–74) ჯეკ ჰელეი (იქ. 1974–79) მარკ გერო (იქ. 1979–92) დევიდ გესტი (იქ. 2002–07)
მშობლები მამა: ვინსენტ მინელი
დედა: ჯუდი გარლანდი
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი
მუსიკალური კარიერა
ჟანრი
ასოციაციები

1961 წელს მინელი გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც კარიერა დაიწყო როგორც მუსიკალური თეატრის მსახიობმა, ასევე მუშაობდა ღამის კლუბში. მისი პროფესიული სასცენო დებიუტი შედგა ბროდვეის მიუზიკლში „Best Foot Forward“ 1963 წელს. 1965 წელს მიუზიკლ „Flora the Red Menace“-ში შესრულებული როლისთვის გადაეცა ტონის ჯილდო,[3] რის შემდეგაც საფუძველი ჩაეყარა ლაიზა მინელის, ჯონ კანდერსისა და ფრედ ებსის თანამშრომლობას. მათ დიდი როლი ითამაშეს მისი როგორც სასცენო პერსონის ჩამოყალიბებაში. მისი გლამურულობისა და შესრულების მანერის წყალობით ის იქცა გეი-იკონად.[4][5][6]

კრიტიკოსებმა მაღალი შეფასება მისცეს მის ადრეულ შესრულებას ფილმებში, განსაკუთრებით შეაფასეს ფილმისთვის „სტერილური დოყლაპია“ (1969). მინელიმ მსოფლიო აღიარება მოიპოვა მიუზიკლით „კაბარე“ (1972). გარდა ამისა მონაწილოება აქვს მიღებული ფილმებში: „იღბლიანი ლედი“ (1975), „ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი“ (1977), „სასცენო დებიუტ “ (1991), „ართური“ (1981). მოგვიანებით იგი დაუბრუნდა ბროდვეის, სადაც მონაწილეობდა მიუზიკლებსა და სხვადასხვა წარმოდგენებში: „The Act“ (1977), „The Rink“ (1984), „Liza's at The Palace“ (2008). მის მიერ კარნეგ-ჰოლსა (1979, 1987) და რადიო-სიტი-მიუზიკ-ჰოლში (1991, 1992) გამართული კონცერტები მიჩნეულია ყველაზე წარმატებულებად მის კარიერაში. 1988-1992 წლებში ფრენკ სინატრასა და სემი დეივისთან ერთად მოანწილეობდა ტურნეში „Frank, Liza & Sammy: The Ultimate Event“.

მინელის ადრეული 1960-იანი წლების სიმღერები გათვლილი იყო ახალგაზრდა აუდიტორიაზე.[7][8] 1989 წელს მინელიმ ინგლისურ სინთპოპ დუეტ Pet Shop Boys-თან თანამშრომლობით გამოსცა სტუდიური ალბომი Results. ჯანმრთელობის გაუარესების გამო მინელი გარკვეული ხნით ჩამოშორდა მუსიკას, მაგრამ 2002 წელს კვლავ დაბრუნდა სცენას ცოცხალი ალბომით Liza's Back.

მიღებული აქვს ერთი ოსკარის, ორი ოქროს გლობუსის, ერთი BAFTA-ს და ოთხი ტონის ჯილდო.

დისკოგრაფია

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Leigh, Wendy (1993), Liza: Born a Star.E. P. Dutton
  • Mair, George (1996), Under the Rainbow: The Real Liza Minnelli. Carol Publishing
  • Schechter, Scott (2004), The Liza Minnelli Scrapbook. Kensington Books/Citadel Press * See Free Preview at Amazon.com
  • Spada, James (1983), Judy and Liza. Doubleday
  • Wimmer, Martin (2018), Clockwork Liza. Star und Künstlerin: Das Lebenswerk der Liza Minnelli. BoD-Books on Demand * See Free Preview at Amazon.com

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Edvige Giunta (2002). The Milk of Almonds: Italian American Women Writers on Food and Culture. Feminist Press, გვ. 30–. ISBN 978-1-55861-453-6. 
  2. A Star is Reborn. The Daily Mail. June 14, 2003
  3. Scott Schechter (2004): The Liza Minnelli Scrapbook, p. 47.
  4. James Leve (2009): Kander and Ebb, p.20, 33, 117–119.
  5. James Morrison (2010): Hollywoor reborn: Movie stars of the 1970s, p. 14.
  6. Musto, Michael. (25 აგვისტო, 2014) The 12 Greatest Female Gay Icons of All Time. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო, 2015.
  7. Scott Schechter (2004): The Liza Minnelli Scrapbook, p.13, 127
  8. Scott Schechter (2006): The Complete Capitol Collection