ბინგ კროსბი
ჰარი ლილის „ბინგ“ კროსბი (ინგლ. Harry Lillis „Bing“ Crosby; დ. 3 მაისი, 1903 — გ. 14 ოქტომბერი, 1977) — ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, რომლის კარიერა 1926 წლიდან მის გარდაცვალებამდე (1977) გრძელდებოდა.
ბინგ კროსბი | |
---|---|
დაბადების სახელი | ჰარი ლილზ კროსბი უმცროსი |
დაბადების თარიღი |
3 მაისი, 1903 ტაკომა, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
14 ოქტომბერი, 1977 ალკობენდასი, ესპანეთი |
საქმიანობა | მსახიობი, მომღერალი |
აქტიური | 1926-1977 |
ოსკარი | 1944 — მივდივარ ჩემი გზით |
ბიოგრაფია
რედაქტირებაერთ-ერთი პირველი მულტიმედია ვარსკვლავი, 1934–1954 წლებში, ბინგ კროსბი თითქმის კონკურენტგარეშე იყო რადიო რეიტინგებში, ფირფიტების გაყიდვებსა და კინოფილმების გაქირავებაში. ის მოიაზრება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური შემსრულებელი ისტორიაში და ამჟამად ყველაზე მეტად ელექტრონულად ჩაწერილი ადამიანის ხმაა ისტორიაში. მასვე მიაწერენ ყველა მისი მიმდევარი მამაკაცი მომღერლის შთაგონების წყაროს. მათ შორის იყვნენ ფრენკ სინატრა, პერი კომო და დინ მარტინი. 1962 წელს კროსბი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც გრემის ცხოვრების მიღწევების ჯილდო მიიღო.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1935 | ფ | მისისიპი | Mississippi | ტომ გრეისონი |
1944 | ფ | მივდივარ ჩემი გზით | Going My Way | მამა ჩაკ ო'მეილი |
1945 | ფ | წმინდა მარიამის ზარები | The Bells of St. Mary's | მამა ჩაკ ო'მეილი |
1954 | ფ | სოფლელი გოგონა | The Country Girl | ფრენკ ელჯინი |
1964 | ფ | რობინი და 7 ჰუდი | Robin and the 7 Hoods | ალენ დეილი |
1966 | ფ | დილიჟანსი | Stagecoach | დოქტორი ჯოშია ბუნი |