ვოკალისტი

(გადამისამართდა გვერდიდან მომღერალი)
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 1 სექტემბერი 2023. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ვოკალისტი (მომღერალი) — მუსიკოსი, რომელიც ინსტრუმენტად იყენებს საკუთარ ხმას, რომელსაც აფორმირებს იგი რიტმურად და მელოდიურად. ვოკალისტის მიერ შესრულებულ მუსიკას სიმღერა ჰქვია, რომელსაც შესაძლოა ახლდეს (ან არ ახლდეს) აკომპანემენტი, შესრულებული ერთი ინსტრუმენტალისტიდან დაწყებული სიმფონიური ორკესტრით დამთავრებული. სიმღერა ხშირად სრულდება მომღერლების ჯგუფის მიერ, რომელთაც განსხვავებული ხმის დიაპაზონი აქვთ, როგორც ხდება ეს ანსამბლში, ან ინსტრუმენტალისტების ჯგუფთან ერთად, როგორც ხდება ეს როკ-ჯგუფში.

სიმღერა შესაძლოა იყოს არაფორმალური და შესრულდეს საკუთარი სიამოვნებისთვის, მაგალითად სიმღერა აბაზანაში ან კარაოკე, ან იყოს ძალიან ფორმალური, როგორც ეს საეკლესიო ლიტურგიებზეა ან პროფესიონალურ ჩაწერებზე სტუდიაში ან კონცერტებზე. პროფესიონალურად სიმღერა ხშირად მოითხოვს ხმის გამუდმებულ წვრთნასა და დამუშავებას.[1] პროფესიონალი ვოკალისტები ხშირად აგებენ საკუთარ კარიერას რომელიმე კონკრეტული ჟანრის გარშემო, როგორიცაა კლასიკური მუსიკა ან როკ მუსიკა. ხშირად ისინი მიმართავენ კვალიფიციურ ხმის პედაგოგებს ხმის დასახვეწად და შესანარჩუნებლად.

  1. (1983) რედ. კით ფალკნერი: Voice. ლონდონი: MacDonald Young, გვ. 26. ISBN 035609099X. OCLC 10418423. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება