სიმღერამუსიკალური კომპოზიცია, რომელიც შეიცავს ტექსტს.

ამერიკელი ჯაზის მომღერალი ბილი ჰოლიდეი, 1947 წ.

სიმღერის შექმნის ბევრი გზა არსებობს. ზოგი ადამიანი სხვებთან ერთად ქმნის ჯგუფს, თხზავს და წერს სიმღერას რათა ფული იშოვოს. აგრეთვე არსებობს ხალხური სიმღერა. ხალხური სიმღერები თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემიან, ამიტომ ისინი ხშირად იცვლებიან, ვრცელდება მათი რამდენიმე ვარიანტი და ავტორის ვინაობა უცნობი რჩება.სიმღერის კიდევ ერთი გავრცელებული ფორმაა პაროდია. პაროდიის ავტორები ხშირად ცვლიან ტექსტს, მაგრამ მელოდიას უცვლელს ტოვებენ. ამდაგვარი ტიპის სიმღერები იქმნება ხალხის გასამხიარულებლად.

სიმღერას ხშირად ეძახიან ისეთ მუსიკალურ კომპოზიციასაც რომელიც ტექსტს არ შეიცავს და მხოლოდ ინსტრუმენტების ხმითაა გაჯერებული.

სიმღერის სახეობები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Marcello Sorce Keller (1984), "The Problem of Classification in Folksong Research: a Short History", Folklore, XCV, no. 1, 100- 104.