ესტრადა (ფრანგ. estrade < ლათ. stratum – ფიცარნაგი) — სასცენო მოედანი, ფიცარნაგი (სახელდახელო ან ფუნდამენტური) მსახიობთა საკონცერტო გამოსვლებისათვის. ესტრადა წარმოადგენს ამაღლებულ ადგილს საკონცერტო დარბაზში ან ღია ცის ქვეშ.

ვიქტორიანული ესტრადა (სამუსიკო კიოსკი) ლივერპულის სეფტონის პარკში.

სცენისგან განსხვავებით ესტრადას არ აქვს წინა და უკანა ფარდა, კულისები, სასცენო მანქანები. უფრო ვიწრო მნიშვნელობით ესტრადა არის მუსიკალური გამოსვლებისთვის განკუთვნილი ფანჩატურის ტიპის ნაგებობა (ინგლ. bandstand, ასევე music kiosk – სამუსიკო კიოსკი), რომელიც პოპულარული იყო ვიქტორიანული ეპოქის (1837-1901) დიდ ბრიტანეთში და აქედან ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. მას წრიული, ნახევრადწრიული ან მრავალკუთხა ფორმა აქვს და ხშირად ბაღებსა და პარკებშია განთავსებული.

ფართო გაგებით ესტრადა იგივეა, რაც საესტრადო ხელოვნება — დრამატული და ვოკალური ხელოვნების, მუსიკალური, ქორეოგრაფიის, ცირკის და სხვა ნომრები, რომლებიც კონცერტში გაერთიანებულია თემატურად კონფერანსის მიერ.

ლიტერატურა

რედაქტირება